• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის ჯიბეში მიდის შენი ფული? – 10 მილიონზე მეტი ტენდერებიდან ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიას

ალია ავტორი - ალია
03:12 05-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანია შპს “ექსპერტ ჰაუსმა” 2018 წლიდან დღემდე 10 446 411 ლარი მიიღო. TI-ის ცნობით, ამ ხნის განმავლობაში მან 24 ტენდერში გაიმარჯვა და 8 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ბოლო მილიონამდე ღირებულების ტენდერი კომპანიამ მესტიის მუნიციპალიტეტისგან წინა თვეში მიიღო.
TI-ის ინფორმაციით, შპს „ექსპერტ ჰაუსის” ძირითადი საქმიანობაა, ზედამხედველობა გაუწიოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ასევე სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს.
შპს „ექსპერტ ჰაუსი” 2016 წელს დარეგისტრირდა. გიორგი ჯაფარიძე კომპანიაში 43% წილს ფლობს, 5%-ს – მურად ჯობავა, 20% წილს – ირაკლი ქელბაქიანი, ხოლო 32% წილის მფლობელი და დირექტორი კახაბერ გამისონიაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, “ექსპერტ ჰაუსის” 43% წილს წარსულში ვიქტორ ჯაფარიძის უფროსი ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე ფლობდა. მან ეს წილი თავის ძმას 2023 წლის მარტში 300,000 ლარად მიჰყიდა .
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ექსპერტ ჰაუსთან” დაკავშირებული პირები ფიქსირდებიან პოლიტიკურ შემწირველებს შორისაც: კახაბერ გამისონიამ 2014 წელს 15,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას”, მურად ჯობავამ კი 2014-2017 წლებში 47,000 ლარი შესწირა ამავე პარტიას.
„ზემოაღნიშნული გარემოებები და შპს „ექსპერტ ჰაუსის” პირდაპირი კავშირები „ქართულ ოცნებასთან” აჩენს ეჭვებს სახელმწიფო შესყიდვებში მისი ჩართულობის კანონიერებასთან დაკავშირებით, რაც მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს” – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მოკვლევაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved