• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის ეზრდება ხელფასი და პენსია – 2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარია

ალია ავტორი - ალია
17:07 11-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
328

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წელს საქართველოს ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება. მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს დღეს გაუგზავნის.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, ყოფილ პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პენსიები 1000 ლარამდე გაეზრდებათ. ასევე, საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა.

1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე იზრდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების კომპენსაცია. გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა და პოლიტ. რეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდიაც.

ღარიბაშვილის თქმით, 2024 წელს ხელფასი გაეზრდებათ მასწავლებლებს – სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგთა ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.

პრემიერის თქმითვე, “10%-იანი ზრდა არის ჩადებული ბიუჯეტში” და ხელფასები გაეზრდებათ საჯარო მოხელეებსაც.

“შეგახსენებთ, რომ პენსიები გაიზარდა მაღალმთიან რეგიონში, 70 წლის ზემოთ იქნება 500 ლარამდე უკვე პენსია და თითქმის 400 ლარამდე იქნება 70 წელს ქვემოთ პენსია. მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 2024 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 500 ლარით და მეტით.

​კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი პატივცემული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები სპეცსამსახურები, ანუ ძალოვნების თანამშრომლები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ ჩაკეტილი იყო დღემდე, 560 ლარი იყო მაქსიმალური ზღვარი პენსიის და გაიზრდება 1000 ლარამდე,” – თქვა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მომდევნო წელს ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ღარიბაშვილის თქმით, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც.

მან ასევე აღნიშნა, რომ “დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელებისა და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდას” 5 მილიონი ლარი მოხმარდება:

“სპორტის მიმართულებით დამატებით გამოვყოფთ 20 მილიონ ლარს, აქედან 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს და 5 მლნ ლარი მიემართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების და  საექიმო პერსონალის  ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის,” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 000 ლარი გახდება – რამდენი ლარით ეზრდებათ ანაზღაურება დეპუტატებს

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved