• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის ჩადენილს იბრალებენ პოლიციელები? – “დავაი, დავიწყეთ” – რას ჰყვება თვითმხილველი

ალია ავტორი - ალია
17:54 02-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
262

ლექსო ვალიაური, პირი, რომელიც “ტვ პირველის” ოპერატორთან ერთად გატაცების დროს იმყოფებოდა, ამბობს, რომ პოლიციელები, რომლებიც ამ წუთებში სასამართლოში იმყოფებიან და ამტკიცებენ, რომ ისინი მონაწილეობდნენ ლაშა ჯაოშვილის დაკავების ოპერაციაში, სინამდვილეში სხვების ჩადენილ დანაშაულს იბრალებენ.

ლექსო ვალიაური ამბობს, რომ ათობით ნიღბიან თავდამსხმელს შორის სხვა აღნაგობის პირები იყვნენ და არა ისეთები, როგორიც მოწმე პოლიციელები არიან, ამიტომაც ვალიაურს მიაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდამცველების ჩვენება სარწმუნო ვერ იქნება.

“”მე და ლაშა ერთად ვიყავით, როდესაც თავს დაგვესხნენ და ის თავდასხმელები სრულიად სხვანაირი აღნაგობის ადამიანები არიან. ვერცერთის ამოცნობა ვერ მოხდება, რადგან ეს პოლიციელები, რომლებიც ახლა აქ იმყოფებიან იქ არ იყვნენ. ორმაგ და ჯაჭვისებურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. დანაშაული ჩაიდინა ჯგუფმა, რომლებიც იყვნენ კლასიკური “ტიტუშკები” და ზონდერები და დღეს პოლიციელები იბრალებენ მათ ჩადენილ დანაშაულს და იფუთება, რომ ეს იყო რაღაცა დაუმორჩილებლობა. დღეს ასაღებენ, რომ ეს იყო დაკავების ოპერაცია, მაგრამ ეს არ ყოფილა. ათობით ადამიანი დაგვესხა თავს როცა მივდიოდით, ხმა არ ამოუღიათ არცერთს, ერთადერთი რაც გავიგეთ და თქვეს იყო ის, რომ “დავაი”, დავიწყეთ”, – ამბობს ლექსო ვალიაური.

ლაშა ჯაოშვილის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. საქმეს სანქცირებული მოსამართლე, ლელა ცაგარეიშვილს იხილავს.  იზოლატორიდან ჩუმად გაყვანილ და სასამართლო დარბაზში მოულოდნელად შეყვანილ ჯაოშვილს უფლებადამცველები უკვე გვერდით ყავს.

  • “ტვ პირველის” ოპერატორს პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ცნობისთვის, ლაშა ჯაოშვილი სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატები არ გაუფრთხილებიათ.

შეგახსენებთ, რომ გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა.  არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ “ჯიბეში” რაღაც  ჩაუდეს.

  • რამდენიმე საათის განმავლობაში “ტვ პირველის” ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
  • ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას “ტვ პირველი” თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.
წყარო – ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved