• რეკლამა
  • კონტაქტი
07:51, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის აქვს ილუზია, რომ „ნაცმოძრაობის“, სააკაშვილის, ბოკერიას, უგულავას, მელიას – ამ კრიმინალების ხელწერა შეიცვლება, ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭირვალე არჩევნები და ღირსეულად მოვიგოთ – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:08 09-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

მართლაც მიკვირს, ტრაგედიაა, როცა იმ პოლიტიკური ძალის, იმ აგრესიული, რადიკალური ძალის წარმომადგენლები, დღესაც პრეტენზიას გამოთქვამენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე – ძალა, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის 20% დაგვაკარგინა დროებით და ოკუპაცია დააკანონებინა, კოდორი ჩააბარა, 100-ზე მეტი სოფელი ჩააბარა, შემდეგ, გამოვიდა ურცხვად, უტიფრად და ამ 100 სოფელს უწოდა „ქვების გროვა“. ამ მოღალატე ადამიანებს, როგორ შეიძლება, რომ საშუალება და უფლება მივცეთ,  ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამიტომაც, აუცილებელია მობილიზება და ღირსეულად, მშვიდად, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

„მათ ერთხელ დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ, ჩვენს ხალხთან ერთად. ამიტომაც, აუცილებელია მობილიზება. ძალიან ღირსეულად, მშვიდად, მტკიცედ უნდა ჩავატაროთ არჩევნები, დემოკრატიულად, რაც მთავარია, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს და ჩვენ მაქსიმალურად, დავაზღვიოთ ჩვენი თავი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ნებისმიერი პროვოკაციისგან. მათ იციან, რომ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდებიან. ამიტომ, მათთვის არაფერს ნიშნავს 2 ოქტომბერი, რადგან უკვე იციან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები, ამიტომ, მათი მთავარი, თეორიული შანსი იქნება რაღაც პროვოკაციების მოწყობა და წინასწარ აჟიოტაჟის ატეხვა, რომ რაღაც სასწაული ხდება – ის, რაც გამოვიარეთ რამდენიმე თვის წინ. ქვეყანა ამყოფეს 6 თვის განმავლობაში უწყვეტ ბოიკოტის რეჟიმში. გამოგონილი, ხელოვნურად ინსპირირებული, რაღაც გაუგებარი პროვოკაციების გამო. შემდეგ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების დახმარებით, როგორც იქნა, შეთანხმებას მივაღწიეთ მათთან, ამ დესტრუქციულ, მოღალატე ძალასთან. შევიყვანეთ პარლამენტში და თითქოს დაიწყო მუშაობა, მაგრამ ვნახეთ, რომ მათი ხელწერა, რა თქმა უნდა, არ იცვლება და ვის აქვს ილუზია, რომ „ნაცმოძრაობის“, სააკაშვილის, ბოკერიას, უგულავას, მელიას – ამ კრიმინალების ხელწერა შეიცვლება. რა თქმა უნდა, არავის აქვს ამის ილუზია. ეს ხომ პრიმიტიულობაა, ეს ხომ გულუბრყვილობა იქნება, დავიჯეროთ მათი გაუგებარი და უტიფარი განცხადებები. ამიტომაც, ჩვენ მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. მშვიდად, თავისუფალი, გამჭირვალე არჩევნები და მოვიგოთ ღირსეულად და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა რეგიონის მიმართულებით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული პროგრამები, რომლებიც მხოლოდ მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული.

„მეტი დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები – ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი და ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის. ერთგულება, მადლიერება, სიმართლე, ღირსება, პატიოსნება – გამოარჩევს ჩვენს დიდ ოჯახს, გაერთიანებას – „ქართულ ოცნებას“ და სწორედ, ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ამ იდეალებით, ამ პრინციპებით, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას და აუცილებლად გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცადა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved