• რეკლამა
  • კონტაქტი
22:05, ხუთშაბათი, 21 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვირუსი ხელოვნურია და იმიტომ გაუშვეს, რომ…“

ალია ავტორი - ალია
17:07 03-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ხვალ-ზეგ ციფრული ფულის ერთეული იქნება და ხელში და შუბლში ჩაგვიდებენ. ეს იქნება ანტიქრისტეს ბეჭედი და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს – განაცხადა მეუფე იოსებმა საკვირაო ქადაგებისას.

„ახლა ეკლესიები უნდა გაიხსნას, რადგან ღმერთი განრისხებულიასამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ მას“ – მეუფე იოსები აღნიშნავს, რომ საქართველოში მხოლოდ 2% ეზიარება, ზოგადად კი ზიარება რა არის არ იციან.

„სინოდის კრებაზე ყველა ერთსულოვანი იყო და არაფრით არ შეიძლება წირვა-ლოცვებისშეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის. იესო ამბობს, როცა მსხვერპლშეწირვა შეწყდება, მაშინ კაცობრიობა დაამთავრებს თავის არსებობას. ღვინოს და პურს ვწირავთ ჩვენ ღმერთს. ხალხის 2 პროცენტი ეზიარება ალბათ საქართველოში, არც კი იციან რა არის ზიარება.

ეტყობა ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხი უზიარებელი არ დარჩეს. ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ჩვენც კათოლიკეებივით, ბაპტისტებივით და ა. შ. დავკეტოთ ეკლესია და წავიდეთ სახლში. ეს რომ ვქნათ, კაცობრიობა დაასრულებს თავის არსებობას. პური და ღვინო არის ქრისტეს სხეული და როგორ უნდა დავიჯეროთ ჩვენ, რომ ქრისტეში ვირუსი შევა? არც ხატებთან და ჯვართან მთხვევით ვირუსი არ გადავა, მაგრამ სახელმწიფოს რეგულაციები უნდა შევასრულოთ.

ზოგადად მე კი ვფიქრობ, რომ არაფერი დაგემართებათ თქვენ, მაგრამ ქრისტიანობა არის მორჩილება და უნდა დავუჯეროთ. პირიქით, ახლა ეკლესიები უნდა გაიხსნას, რადგან ღმერთი განრისხებულია სამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ მას, რომ მოგვაშოროს ეს საშინელი სენი. გაძლევთ კურთხევას, რომ წირვაზე პირბადეებით მოხვიდეთ, ეს არ არის ცოდვა. ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, ვისაც მიწები გაქვთ, დათესეთ რამე, რომ საკვები გქონდეთ. ეს ვირუსი ხელოვნურია და იმიტომ გაუშვეს, რომ ფულის ერთეული გაქრეს მსოფლიოში.

იცოდეთ, რომ ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, არის სოფელი. დაბრუნდით სოფელში. ხვალ-ზეგ ციფრული ფულის ერთეული იქნება და ხელში და შუბლში ჩაგვიდებენ. ეს იქნება ანტიქრისტეს ბეჭედი და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს. ამიტომ იყავით სოფელში და დაამუშავეთ მიწა” – იქადაგა მეუფე იოსებმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved