აშშ-ის ეროვნული უშიშროების მრჩეველი რობერტ ო’ბრაიენი:
“ჩვენ არ ვიცით რა ჩაიდინა ჩინეთის მთავრობამ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ეს იყო ადგილობრივი მთავრობა თუ ჩინეთის კომუნისტური პარტია. ეს ვირუსი ჩინეთმა გაავრცელა. მოხდა ინფორმაციის დამალვა, რაზეც, ერთ დღესაც, HBO-ზე ჩერნობილის მსგავსი სერიალი შეიქმნება.
შანსი არის, და არსებობს ანგარიშები, რომ ჩინეთი ცდილობს მოიპაროს ვირუსის ვაქცინასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული კვლევები და ტექნოლოგია. მათ მრავალწლიანი ისტორია აქვთ ამერიკის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიების მოპარვის კუთხით. არ გამიკვირდება, თუ ვაქცინაზეც ამას გააკეთებენ.”
მსგავსი განცხადება გააკეთა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც. მან თქვა, რომ ჩინეთმა მსოფლიოს იმედები გაუცრუა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კი მათ ხელს უწყობს აშშ-სა და დანარჩენი მსოფლიოსაგან კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში.
წყარო – ტაბულა
კომენტარები