• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვირთხა ხარ! რაც მომიწყვე, ის ბუმერანგი მაგ გასიებულ, უკუღმართ თავში დაგიბრუნდა!” – ლუკა კურტანიძე მამუკა მდინარაძეს

ალია ავტორი - ალია
22:34 09-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
567

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს მამუკა მდინარაძის ფოტოს და წერს:

2011 წლის 26 მაისის გამთენისას საქართველოს პარლამენტის წინ რუსთაველზე მიტინგი სასტიკად დაარბია ნაც რეჟიმა მიხეილ საკაშვილის ბრძანებით… დამსჯელი დარბევის დროს რამოდენიმე ადამიანი გარდაიცვალა… ასობით ადამიანი დასახიჩრდა… მათ შორის ვიყავი… ერთი კვირის შემდეგ გადარჩენილი მივედი სამებაში წირვაზე სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრირიარქის ხილვა მინდოდა თუნდაც შორიდან… უბრალოდ ხმა გამეგო მისი… წირვა დასრულდა როგორც ყველა ისე მეც სახლისკენ დავიძარი… გზად მიმავალს ტელ დარეკა… ჩემი ნაცნობი ღვთისმსახურის ხმა ვიცანი… მითხრა მოკლედ პატრიარქმა შეგამჩნია წირვაზე და შენი ნახვა სურსო… და საპატრიარქოში გელოდებაო… ვეახელი სულმნათ პატრიარქს თბილი ღიმილით მიმიღო და ჩამიკრა გულში… და ცრემლმორეულს მოკლედ მითხრა დამშვიდი… ვინც შენ დაგსაჯა … ყველა დაისჯებაო!

 

გავიდა დრო…. ბევრი რამ შეიცვალა მაშინ ვიცოდი მოწინაღმდეგე ვინ იყო და ბრძოლაც ადვილი იყო…! ეს ბოლო დრო კი მსგავსი გენერალ ოფიცრები ანუ გაიძვერა არსებები რომ მომრავლდნენ იმ გუნდში სადაც სიცოცხლის ფასად ვიბრძოდით უერთგულესი ადამიანები!ამ ბოლო დროს კი ბევრი კითხვა გაჩნდა… და პასუხი აუცილებლად გვჭირდება! რათქმაუნდა შიგნით იქ სადაც კიდევ დიდი იმედია ბრძოლის წინ! ეს ბრძოლა კი სახელმწიფო საქართველოს ყოველდღიურად უწევს როგორც ვხედავთ და გვესმის! მე ამ პიროვნებას რომელიც ფოტოზეა გამოსახული თანამედროვე პავლიკა მოროზოვად აღვიქვამ! აქ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია! ამ არსებას მიყვება ყველა მსგავსი პავლიკა….!

 

ახლა კი შენ პირადად მამუკა მოგმართავ, ეს ისე საჯაროდ ის გითხარი. რაც უნდა მეთქვა ყველას გასაგონად! დანარჩენს კი იმედია ოდესმე გნახავ და რა ვირთხაც ხარ მას პირადად გეტყვი! რაც მომიწყვე და რაც განახორციელე ის ბუმერანგი უბრალოდ მაგ გასიებულ უკუღმართ თავში დაგიბრუნდა! შენ არასდოდეს არ ყოფილხარ ქართული ოცნების მებრძოლი! შენ შემოიპარე ქართულ ოცნებაში და ის გააკეთე რასაც შემოპარული არსებები აკეთებენ! არაუშავს გამოვასწორებთ! ერთხელ ჩემს ძმას სოსო ჯაჭვლიანს ჰკითხეს მიდიხართ ქართული ოცნებიდანო?! იცი მამუკ სოსომ როდის გასცა პასუხი ყველას?! როცა სიკვდილს ებრძოდა და გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე მითხრა ლუკა! ერისკაცს ბოლომდე გვერდში უნდა დაუდგეთო! კარდაკარაც რომ დაგვჭირდეს სიარული უნდა ვიაროთო! ეს სიტყვები სიკვდილთან მებრძოლმა სოსო ჯაჭვლიანმა მითხრა! აი ასეთი ერთგულება ვიცით ჩვენ გენერალო…! თუნდაც გვტკიოდეს თუნდაც ვკვდებოდეთ თუნდაც იქ ციხეში ვიტაჯებოდეთ… სადაც შენ გაგვამწესე…! ჩვენ ერთგულებით სამშობლო საქართველოსთვის ბრძოლაში არ დავიღლებით! არცერთი ერთგული მეომარი არ დაიღლება! პირად ტკივილზე მაღლა დავდგებით!

 

მე კი ეს მაგალითი სოსო ჯაჭვლიანმა დამიტოვა 2024 წლის 6 იანვარს ბოლო შეხვედრისას! ჩვენ ასეთი ერთგულება ვიცით გენერალო…. უკაცრავად მამუკა! შენ დაიღალე და მოგენატრა შვილები ოჯახი… მე კი ასე გავიზარდე ნამდვილი გენერლები არასოდეს არ იღლებიან!! სიკვდილის შემდეგაც! ეს კარგად დაიმახსოვრე მამუკა! იმედია ოდესმე შევხვდები რომ სრულად გითხრა რასაც იმსახურებ…. იცის უფალმა ღმერთმა როგორ მტკივა ყველა ჩემი თანამებრძოლის ტკივილი… მე არ მაინტერესებს ვინ სად შეცდა ან რა შეცდომა დაუშვა… მე ვიცი ერთი მთავარი როცა ომში ვიყავით ნაც რეჟიმის წინააღმდეგ ერისკაცის ლიდერობით, მაშინ თითოეული მათგანი სიცოცხლის ფასად იბრძოდა და ერთიმეორის იმედით გაიმარჯვა საქართველომ! ახლა კი ვინც განსაცდელშია თითოეული მათგანის განცდა ტკივილი ჩემი ტკივილიცაა… ვინც კი გადაიტანა მათიც მტკივა… რადგან ვიცი იქ ციხეში ყოფნა რამხელა დარდი და ტკივილია!!! ბოლოს კი ყველას ერთობისკენ მოგიწოდებთ რადგან ჩვენი მოწინაღმდეგე აქ დაქსასული ოპოზიცია კი არა… არამედ საქართველოს მოწინაღმდეგე .. დანარჩენი მსოფლიო გლობალური ინტერესებია  მთელი ცხოვრება დამარცხებულს ხელს ვუწვდიდი და ვეხმარებოდი ფეხზე წამომდგარიყო…. შეგიძლია გადამოწმოთ… შენგან განსხვავებით ბატონო გენერალო როცა წაიქცევით… მე ვიქნები ის ერთ ერთი ვინც წიხლის მაგივრად ხელს გაგიწვდის და ფეხზე წამოდგომაში დაგეხმარება!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved