• რეკლამა
  • კონტაქტი
11:39, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვირი გინდა ღობის იქით დააბი და გინდა ღობის აქეთ, ვირი მაინც ვირიაო… არაფერს შეცვლის ღარიბაშვილის გაშვება“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
17:49 06-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,348

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ბატონო გიორგი, პარლამენტში გამოსვლიდან ორ დღეში, ღარიბაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და უჩვეულოდ კონსტრუქციული და ზრდილობიანი იყო. ყველა ჟურნალისტის  კითხვას უპასუხა, ქვეყნის მტრები არ უძახია მათთვის და მადლობებიც იხადა. რა მოხდა?

– ღარიბაშვილის ეს ვითომ კონსტრუქციული ბრიფინგი, იყო ყალბი და ფარისევლური. ამით  გული მოულბო საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც  სახალხო პროტესტი დაიწყო და ამ ბრიფინგამდე, 20 ივნისს, ხალხის სოლიდური რაოდენობა გამოიყვანეს ქუჩაში და ასევე, ეს იყო უცხოელებისთვის გათვლილი, თითქოს, ხელისუფლებისგან  აგრესია არ მოდის და ჟღურტულა მტრედები არიან ღარიბაშვილიც და დანარჩენებიც. ეს არსებითად არაფერს ცვლის. მთავარია საქმე და არა პრემიერის შეცვლილი რიტორიკა. ღარიბაშვილმა იგივეს გათამაშება სცადა, რაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა, 2019 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რომ გამოგვეცხადა და იტირა პირდაპირ ეთერში, ოღონდ ახლა ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს და რაც აქამდე არ გაგვიკეთებია, ერთ წელიწადში გაგიკეთებთო. უბრალოდ, სხვა და სხვა მასშტაბის აფერისტები არიან ივანიშვილი და ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი ცდილობს გული მოულბოს ამომრჩეველს, რომელიც აღარ დარჩათ, გარდა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისა. „ქართული ოცნების“ უამრავი ამომრჩეველი იდგა რუსთაველზე გამართულ ორივე აქციაზე. ჩამოენგრათ მთელი ის პიარ-კონსტრუქცია, რაზეც აქამდე ჰქონდათ აგებული მთელი პოლიტიკა – დაპირისპირება, ურთიერთ ქიშპი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების პოლარიზაცია. ხელოვნურად აღვივებდნენ შუღლს და ამაზე იდგნენ, ჩვენ თუ არ ვიქნებით, არიქა, აგერ მოდიან „ნაცები“ და ყოფას გიტირებენ ყველასო. ახლა ცდილობენ, უნიჭოდ შემრიგებლის როლი მოირგონ. თუმცა, ეს არ უშველით და არც გამოსდით.

– ხმები ვრცელდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი და თუ ეს ხმები რეალურია, მართალია, რა შეიძლება იყოს მიზეზი? ივანიშვილის რა დავალება ვერ შეასრულა სათანადოდ ღარიბაშვილმა, რომ ის პრემიერობიდან გაუშვას?

– კახელებს აქვთ ასეთი გამოთქმა, ვირი გინდა ღობის იქით დააბი და გინდა ღობის აქეთ, ვირი მაინც ვირიაო. არაფერს შეცვლის ღარიბაშვილის გაშვება, სხვა ღარიბაშვილი მოვა და ყველაფერი უცვლელი დარჩება. ერთხელ გაუშვა ივანიშვილმა ღარიბაშვილი, მერე დააბრუნა და არსებითად შეიცვალა რაიმე? არც არაფერი. 6 პრემიერი ყავდა 10 წელიწადში „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არც ერთს არაფერი შეუცვლია ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ, ყველა ივანიშვილის მსახური, მისი ნების აღმსრულებელი იყო. ახლაც, ერთ მარიონეტს ჩაანაცვლებს მეორეთი და ყველაფერი უცვლელი დარჩება. კი, თუ ვინმე გაუშვებს ღარიბაშვილს, ეს ივანიშვილი იქნება. რა ხდება და რა მოხდა მათ შორის, ეს არ ვიცი. უკმაყოფილოა თუ არა მისით ივანიშვილი, ვერც ამაზე ვიტყვი ვერაფერს. თუ გადააყენა, მერე გამოჩნდება მიზეზებიც. ამ სიტუაციიდან გამოსავალს ასე ვუყურებ.  ღარიბაშვილის, მინისტრების და  სხვა თანამდებობის პირების შეცვლა შედეგს არ მოიტანს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ჩამოერთვას ხელისუფლების მართვის ბერკეტები. გამოსავალია ივანიშვილის სანქცირება ამერიკისა და ევროკავშირის მიერ. ამაზე ვმუშაობთ და პრაქტიკულად, პროცესი დაწყებულია. სანქცირების მერე ივანიშვილს გამოეცლება ფინანსური საფუძვლები, რომლითაც მართავს და კვებავს ამ მარიონეტებს. ამის მერე უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, მთავრობის ფორმირებას ახდენს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები, რომ ის უმრავლესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, ხელიდან წაართვა და  ამის მერე, სამართლიანი არჩევნების გზით, ხელისუფლებაში მოვა კოალიციური მთავრობა, ეს გარდაუვალია, ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს ხმების იმ რაოდენობას, რომ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. მრავალპარტიული პარლამენტი და შესაბამისად, მთავრობა გვეყოლება.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved