• რეკლამა
  • კონტაქტი
12:49, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინც უფრო მეტად იქნება უტიფარი, ვინც უფრო ხმამაღლა იყვირებს სიცრუეს და ვინც მოერევა მეორეს, ის დაიკავებს მელიას ადგილს“ – არჩილ თალაკვაძე

ალია ავტორი - ალია
00:24 11-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

ახლა მიმდინარეობს მელიას განეიტრალების ოპერაცია, რასაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა პროცესი მიმდინარეობს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში.

„შიგნით მიმდინარეობს კეზერაშვილის გაყოფა-გადანაწილების პროცესი. ვინც უფრო მეტად იქნება უტიფარი და ვინც უფრო მეტად იქნება თავზე ხელაღებული, ვინც უფრო ხმამაღლა იყვირებს სიცრუეს და ვინც მოერევა მეორეს, ის დაიკავებს მელიას ადგილს. შეიძლება, მელია მოერიოს, შეიძლება, ხაბეიშვილი, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური გემი, იძირება და პარტიაში მიმდინარე პროცესი არის თვითგადარჩენის ინსტინქტი.

„გარეთ დგას კეზერაშვილი, რომელსაც აქვს ფული, გავლენა ტელევიზიაზე და ცდილობს, ამ გემის ნარჩენებისგან რაღაც ნავი, ან ტივი მაინც გააკეთოს, როგორც მინიმუმ. იმიტომ, რომ მას ეს თავდაცვისთვის სჭირდება; მას სჭირდება, დროულად ამოეფაროს ან ჟურნალისტიკას, ან პოლიტიკას, როგორც ეს გააკეთა ერთ შემთხვევაში სააკაშვილმა და მეორე შემთხვევაში როგორც ისინი ეძახიან „მედიამენეჯერმა“, ყოფილმა პროკურორმა, ვინც პირდაპირ მხარს უჭერდა და საზოგადოებას ეთერში უმტკიცებდა, რომ „იმედზე“ „რეიდის“ ჩატარება, ანტენების დაპატიმრება და ჟურნალისტების ცემა იყო დემოკრატიისთვის აუცილებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თეგები: არჩილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved