პიარტექნოლოგი, გიორგი გოგეშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვიღაცა იტყვის, ხალხი გაფუჭდა და ახალგაზრდობა ახალგაზრდობას აღარ ჰგავსო- თვალში ჩანგალი უნდა ჩაარჭო.
ეზოში ტიპები ფეხბურთს თამაშობდნენ და ვთხოვე – მანქანიდან სეიფი გადმომადგმევინეთ, მძიმეა – მეთქი.
4 კაცი წამოვიდა.
გადმოვდგით და – სად მიგაქვსო?
– არსად მეთქი, აქვე დავდებ სადმე და ხვალ მუშებს მოვიყვან – მეთქი.
– და სად უნდა აატანინოო?
ვუთხარი სართული და
– წამო კაცოო.
დაუძახეს კიდე მეხუთე კაცს და ტიპებმა, ვაფშე უცნობებმა 175კგიანი სეიფი ამატანინეს სახლამდე და
– ვსო, კარებთან დავდოთ და მერე შევაჩოჩებ მეთქი.
– გააფუჭებ იატაკსო ძმაოო!
და იმენა ბოლომდე, ადამიანურად ვაფშე უცხოს გამიმართეს ხელი.
არ ვიცი ვინები ხართ, მარა საღოლ ძმაო.”
კომენტარები