• რეკლამა
  • კონტაქტი
05:43, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინც არ აღიარებს თანასწორად ლგბტ თემს და სხვებს, ასეთი ამომრჩევლის ხმა არ მჭირდება”

ალია ავტორი - ალია
02:21 05-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის”ეთერში 17 მაისზე ისაუბრა:

“ვაღიარებ, რომ ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება არ გამიკეთებია და უნდა გამეკეთებინა გუშინ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ამის თაობაზე…

არამარტო იმ კონკრეტულ დღეს. ამასაც უნდა გადავეჩვიოთ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს თანასწორი. ყველა ადამიანს. მარტო 17 მაისი და კონკრეტული თარიღი კი არ უნდა იყოს ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფის საპატივსაცემოდ”, – თქვა მან.

ნიკა მელიამ 90-იან წლებში იეჰოვას მოწმეებზე მომხდარი თავდასხმები გაიხსენა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პერიოდთან შედარებით დღეს გაცილებით მეტი ადამიანია მზად, უმცირესობათა უფლებებზე ისაუბროს და დაიცვას ისინი.

“ჩვენ პროგრესს განვიცდით, ხომ? საუბარი იყო, რომ [ეს იყო] საფრთხის მატარებელი პოლიტიკოსებისთვის… თითქოს ვიღაც ადამიანს თუ დაიცავდი, ეს იყო პოლიტიკურად წამგებიანი. ქერჩის ქუჩა არის ასეთი, გრძელი ქუჩა, გლდანის რაიონში. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მაშინ იეჰოვას მოწმეებს ძალდატანებით თავს როგორ პარსავდნენ. ეს იყო 98 წელი, 18 წლის ვიყავი. ელექტროსაპარსით პარსავდნენ თავს. ამაზე მაშინ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები საუბრობდნენ. დღეს მე ვფიქრობ, არმიაა ხალხისა, ვინც უმცირესობებს იცავს. ამიტომ მხოლოდ ერთ თარიღზე არ უნდა ავიღოთ სწორება.

ჩვენ გვინდა, ერთი დიდი, გიგანტური ნაბიჯი გადავდგათ კიდევ ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ. მაგრამ ჩვენი ჩრდილოელი მეგობარი უკან გვექაჩება. სადღაც შუაში ვართ.

“კავკასიური ტყვე ქალი” რომ არის: გვექაჩება ცუდი გაგებით ერთი ჩრდილოელი მეგობარი უკან წარსულში, მტკივნეულ წარსულში და მეორე მხრივ, კარგი გაგებით, ხელს არ გვიშვებს ჩვენი დასავლელი პარტნიორი. ჟირინოვსკის, პუტინის პოლიტიკური ელიტა ვერასდროს შეეგუება განსხვავებულ ადამიანს რუსეთში. თუ გვინდა, ვიაროთ განვითარების გზაზე, საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ ყველანაირი ადამიანი ვაღიაროთ, როგორც თანასწორი, იქნება ეს ლგბტ თემის წევრი თუ სხვა.

ეს არის ორჯერ ორი ოთხი და თუკი ჩემი განცხადება, მაგალითისთვის, რომელიმე პოტენციურ ამომრჩეველს გადააფიქრებინებს ჩემთვის ხმის მოცემას, პირობითად ვამბობ, დაე, არ მომცეს. მე მიმაჩნია, რომ არ მჭირდება ამომრჩევლის ხმა, რომელიც მზად არის, თავი გაუჩეჩქვოს რომელიმე თანამოქალაქეს იმიტომ, რომ ის არის განსხვავებული. უცნაური კი არა, განსხვავებული”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved