• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინც ადამიანებს ეტყვის, რომ ახლო მომავალში ფასები შემცირდება, ან ატყუებს და ან, უვიცია” – ოთო აბესაძე

ალია ავტორი - ალია
21:50 01-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე.

– კომუნალური გადასახადები, მუნიციპალური ტრანსპორტი გაძვირდა, საქსტატის მონაცემებით, 264 სახეობის პროდუქტი და მოხმარების საშუალება გაძვირდა, ხალხი გაღატაკდა და ქვეყანაში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა. შესაძლებელია, რომ ამ ფონზე, საქმე სოციალურ აფეთქებამდე მივიდეს?

– 31 წლის ვარ და დაახლოებით 10 წელზე მეტია აქტიურად ვადევნებ თვალს პოლიტიკურ პროცესებს, მანამდე რაც ხდებოდა, ისიც ვიცი, საქართველოს უახლეს ისტორიას კარგად ვიცნობ და ჯერჯერობით,  საქართველოში სოციალური პროტესტი არ მახსოვს. არ ვიცი რა მოხდება, ამაზე პასუხი ძალიან ძნელია. არ მინდა პოლიტიკურ ჭრილში განვიხილო ეკონომიკა. მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, მე შემიძლია ვისაუბრო ჩემს საქმეში გამოსავლის გზებზე. პროტესტი, აქცია, ჩემთვის როგორც ეკონომისტისთვის გამოსავალი არ არის. ჩემთვის გამოსავალია კონკრეტული რეფორმა. მე ასე აღვიქვამ და ესაა ჩემი ხედვა. რაც შეეხება მოცემულობას.  მოცემულობა არის ის, რომ ფასები ჯამურად,  2021 წელს 43%–ით  გაძვირდა, 43%–ით გაგვიძვირდა ცხოვრება. აქ ლაპარაკია საწვავზე, კომუნალურებზე, სურსათზე, პურ–ფუნთუშეულზე… ეს არის უდიდესი პრობლემა. ვინც ადამიანებს ეტყვის, რომ ახლო მომავალში ფასები შემცირდება, ან ატყუებს და ან, უვიცია. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბოლო 100 წლის მანძილზე, ინფლაციის შემდეგ ფასები შემცირდა, მადაგასკარია. სხვა პრაქტიკა არ არსებობს მსოფლიოში. გამოსავალი არის შემოსავლების გაზრდაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლარს დაბეჭდავენ და ამით შემოსავლები გაიზრდება, ესეც სიბრიყვეა. ვალუტა თუ არ შემოიტანე ქვეყანაში, შემოსავალს და ეკონომიკას ვერ გაზრდი. ახლა ერთადერთი პანაცეა და გამოსავალია ეკონომიკის განვითარება, ანუ შემოსული ფული. სხვა გზა და სხვა ხსნა ამ ურთულესი ვითარებიდან არ არსებობს. პასუხს ვაგებ ბოლომდე ჩემს სიტყვებზე.

– უმძიმესი მდგომარეობაა ქვეყანაში და არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, ის ხალხიც, ვისაც მისი შეცვლის პრეტენზია აქვთ, ბოლომდე ვერ იაზრებენ ამ ვითარებას.

– კი, ამას ბევრი ვერ იაზრებს, რა რთულ და მძიმე ვითარებაში ვართ. ვიღაცები რომ იძახიან, ფასები დასტაბილურდებაო, დასტაბილურება ნიშნავს, რომ ფასები აღარ გაიზრდება. ფასების დასტაბილურება არ ნიშნავს, რომ რაიმე გაიაფდება. აი, დასტაბილურდება თუ არა, ეს კიდევ საკითხავია. როგორ უნდა დასტაბილურდეს და როგორ უნდა შეაჩერონ ფასების ზრდა, როდესაც საამისოდ არსებულ და აპრობირებულ მეთოდებს არ იყენებენ? წეღან ეკონომიკაში დროითი ფაქტორის მნიშვნელობაზე რომ ვსაუბრობდით, ვერ დავასრულე ეგ თემა. შენ რომ იძახი, გაზაფხულიდან დასტაბილურდება ინფლაცია და ეკონომიკა, კი, ბატონო, გავიგე და მოგიყვები, მაგრამ როგორ მუშაობს ეკონომიკა, ეს არის აქ მთავარი. შენ როდესაც გინდა, რომ ინფლაცია დაასტაბილურო, რაღაც ბალანსები დაიჭირო, მინიმუმ 4–5 თვით ადრე უნდა გააკეთო რეფორმა, რომ 4–5 თვის თავზე მიიღო სასურველი შედეგი. აი, ამას ვასწავლი მე–3 კურსის სტუდენტებს. ახლა რომ ლაპარაკობენ, გაზაფხულიდან, მარტიდან პოზიტიური მოვლენები გაჩნდება, ნოემბერში და დეკემბერში უნდა გაეტარებინათ რეფორმები, რომ მარტში ეს პოზიტივი გაჩენილიყო, მაგრამ მე ამათი გაკეთებული ერთი რეფორმა ვერ ვნახე და რის ხარჯზე დასტაბილურდება ინფლაცია და ეკონომიკა, ჩემთვის გაუგებარია. არ ვარ ჩასაფრებულის პოზაში, გულწრფელად გულშემატკივარი ვარ და სხვაგვარად არც შემიძლია. ქართველი და ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ცხადია, ქვეყანაზე გული შემტკივა.

– შემოდგომით თუ არ დათესე, გაზაფხულზე მოსავალი არ გექნება – ეკონომიკაშიც ეს პრინციპი მუშაობს.

– რასაკვირველია, ეგრეა. პირდაპირ იძახიან, რომ მარტიდან ველოდებით სტაბილურობასო და იცი, რის ხარჯზე ელიან? იმედი აქვთ, რომ მარტიდან ტურისტები შემოვლენ და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა იქნება. კარგი, რამდენი ტურისტი უნდა შემოვიდეს? რამდენს დახარჯავენ ის ტურისტები? ერთი ტურისტი დღეში საშუალოდ 100 დოლარს ხარჯავს. ტურიზმი არის სწრაფი დასაქმების საშუალება, დამატებითი საქმიანობა და არა ძირითადი ეკონომიკური აქტორი. არ მახსენდება მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ტურიზმია მთავარი ეკონომიკური აქტორი. არ ვსაუბრობ ჯუჯა სახელმწიფოებზე, მონაკოზე, ლიხტენშტეინსა და სხვა ამგვარ ქვეყნებზე, სადაც ტურიზმია წამყვანი ეკონომიკური სფერო. ჩვენ არც მონაკო ვართ, არც ლიხტენშტეინი.

თეგები: ოთო აბესაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved