პოლიტიკის ექსპერტი, თორნიკე შარშენიძე:
2003 წელს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პირველ პროექტზე ვმუშაობდით. იქ ერთ-ერთ საფრთხედ ეწერა ქვეყანაში მოსახლეობის კლება (ცხადია, სხვა რამეებიც ეწერა, როგორიცა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა).
სხვათა შორის, ზოგიერთმა ადამიანმა (რომელთაც მაშინ ყველაზე პროგრესულების იმიჯი ჰქონდათ და ზოგის თვალში ახლაც ასეთებად რჩებიან) ეს პუნქტი დაიწუნა. “ჰაჰაჰა, ბარემ შობადობა გადაარჩენს საქართველოს ჩაწერეთ,” – სკდებოდნენ ოხუნჯობით.
საქართველოსთვის ეს დღემდე სერიოზული პრობლემაა და ვინმემ თუ მიხედა ამ პრობლემას (რაღაც დონეზე მაინც) ეს ის ადამიანია გუშინ რომ გარდაიცვალა. სხვა ჯერ ვერავინ.














კომენტარები