ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
ესე იგი, ვიღაცების ბოდიშებით შეგულიანებული სააკაშვილი პოსტს პოსტზე აცხობს, მე რომ არ გადაგერჩიეთ 2012-ში ახლა ასეთი და ასეთი წარმატებები გვექნებოდა და ასეთი და ასეთი აყვავეული ქვყენა ვიქნებოდითო. ეკონომიკა ასტრალში იქნებოდაა გაფრენილიო. როგორც ჩანს, მასაც კობახიძესავით, ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი კრიტერიუმი ეკონომიკა გონია.
ნამდვილად არ ვაპირებ, ვისაუბრო სინამდვილეში როგორი ქვეყანა იყო სააკაშვილის საქართველო (ეს იმ ხალხმა ისედაც იცის, ვინც მაშინ სხვადასხვა მიზეზით თვალებს ძალით არ იბრმავებდა და მოვლენების ყველა მხრიდან დანახვა შეეძლო) , მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს მასთანაც და მის მხარდამჭერებთანაც:
თუ წარმოვიდგენთ, რომ 2012 წელს ქართველმა ხალხმა საკაშვილი არ გადაირჩია, ეს ნიშნავს, რომ დღეს იქნებოდა მისი მმართველობის 23-ე წელი, ხოლო ევროკავშირის დაანონსებული გაფართოების დროს ანუ 2030 წელს იქნებოდა მისი მმართველობის 27-ე წელი. ჰოდა მაინტერესებს, თქვენ მართლა გგონიათ, რომ ასეთ ქვეყანას, რომელსაც ერთი კაცი მართავს ამდენი წელი, ვინმე ევროკაშირში შეასუნინებდა?
ოღონდ ახალა არ მითხრათ, მიშა მაგას არ იკადრებდა, ამდენ ხანს არ დარჩებოდა და ხელისუფლებას სხვას დაუთმობდაო. თქვენ როგორ გგონიათ, 2010 წელს თენგიზ შარმაშანიშვილის დახმარებით რატომ შეცვალა კონსტიუცია და რატომ აქცია საპრეზიდენტო ქვეყანა საპარლამენტოდ? არ მითხრათ, რომ თავისი მეორე ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, უბრალოდ ხილვა ქონდა, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკას, საპარლამნტო ჯობიაო.
ამიტომ ის კი არაა პრობლემა, 2012 წელს ხელისუფლება რომ შეიცვალა, არამედ ის, რომ ახლა ვერ იცვლება.
სრული სისულელეა რაიმეს რევიზია უკანა რიცხვით. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებზე არ ვყოფილვარ და ქოცებისთვის ხმა არ მაქვს მიცემეული, მიმაჩნია, რომ ეს მოვლენა ანუ ხელისუფლების პირველად არჩევნების გზით შეცვლა იყო ისტორიული და მახსოვს ამ ამბით თავად სააკაშვილიც ამაყობდა იმ წლებში.
ის რომ ამ მოვლენის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ქვეყანა მიიტაცა და ფაქტობივად დიქტატურა დაგვიმყარა, ვერ გახდება თავად ფაქტის რევიზიის საფუძველი, ისევე როგორც „ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობას ვერ დააკანინებს ის ფაქტი, რომ მაშინ მოსულმა ხელისუფლებამ უღალატა ამ რევოლუციის იდეალებს დემოკრატიის ნაცვლად ავტორიტარიზმისკენ აიღო გეზი. მიუხედავად იმისა, რომ მერე სააკაშვლის კრიტიკოსი ვიყავი, არასდროს მინანია „ვარდების რევოლუციის“ მხარდაჭერა.
პრობლემა ის კი არაა, რა მოხდა 2012 წელს, არამედ ის თუ რა ვერ ხდება 2026 წელს.
ხოლო ვერ ხდება ოპოზიციის კოსოლიდაცია, ხელისუფლების რეალური ალტერნატივის ჩამოყალიბება, რომელიც ხალხში ცვლილებების იმედს გააჩენს და ამ პროცესს სააკაშვილის მხრიდან ყოველ დღე „მე, მე“-ს ძახილი ნამდვილად არ არგებს. ვინმემ აუხსენით ამ ბატონს, რომ მას ამ ქვეყანაში ვეღარასდროს ექნება ისეთი მხარდაჭერა, როგორიც 2003 წელს ქონდა, რადგან მას მერე ქართველმა ხალახმა ძალიან კარგად გაიცნო. ის მიშა არ გამეორდება და შეეშვას მუდმივად ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმას











კომენტარები