• რეკლამა
  • კონტაქტი
20:54, ოთხშაბათი, 10 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ უღალატა სააკაშვილს? – “მისამართს მოგწერთ სად მიიყვანოო და თბილისში არც ბინა დაგვხვდა და არც ადამიანი…”

ალია ავტორი - ალია
22:33 12-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50,806

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი

ელგუჯა ცომაია, რომელის დახმარებითაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოვიდა, “ტვ პირველთან” ამბობს, რომ როცა უთხრეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა წამოეყვანა, 15 წამში უკვე პასუხი გასცა, რომ თანახმაა და მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმე თვე უკვე იჯდა ციხეში და 68 წლის ასაკში 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება, აცხადებს, რომ არ ნანობს.

“ჩემი აზრით, ფოთში უნდა დახვედროდნენ. ვიღაცას ხომ უნდა წაეყვანა. მე რომ მცოდნოდა, ვინ უნდა დახვედროდა, ვის უნდა წაეყვანა, მივაკითხავდი სახლში და ერთ–ორ გემრიელ სიტყვას ვეტყოდი.

ვერ გეტყვით, უღალატეს, თუ არ უღალატეს, ბოლოს და ბოლოს, პრეზიდნეტი, ჩემთან ხომ არ უნდა ყოფილიყო სახლში? ან რაღაც მოხდა, ან ვერ მოვიდნენ, ან არ მოვიდნენ, მე ეს კითხვა მისთვის არ დამისვამს, ეს 8 დღე ის იყო ჩემი მეგობარი, დახვდებოდნენ, არ დახვდებოდნენ, რომ ეთქვა უკან წავიყვანდი, ეთქვა, აზერბაიჯანში გადამიყვანეო, იქაც გადავიყვანდი, პრობლემა არ იქნებოდა.

მოვდივართ გზაში და დღეს თქვენთან უნდა გავჩერდეო… არ ვიცი, რატომ. სტუმარი ღვთისაა”,  – ამბობს ცომაია მედიასთან.

ტვ პირველთან, ელგუჯა ცომაია ჰყვება, რომ ბათუმში ყოფნისას, საკონტაქტო პირმა, სააკაშვილის თბილისში წამოყვანა სთხოვა, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციას რომ უახლოვდებოდნენ, სააკაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა. ამ დროს ავტომობილს პატრული აედევნა.

ელგუჯა ცომაია:

“პატრულმა რომ გაგვაჩერა, პრეზიდენტი იჯდა ჩემ გვერდით. არ ვიცი, იცნეს, არ იცნეს, ჩამაბერინეს, ჯარიმა გამომიწერეს და გამომიშვეს. შეხედა პატრულმა, ალბათ, ვერ იცნო, არ ვიცი. პატრული რომ წავიდა, შევეკითხე, ახლა თქვენ რომ ყოფილიყავით (მთავრობაში) რას იზამდით მეთქი და ორივე მინისტრს მოვხსნიდიო, უშიშროების და შს მინისტრსო. ეს იყო მაგის სიტყვები.

ერთი კითხვა დავუსვი, ძებნილი იყო, რატომ აპირებდა ჩამოსვლას, მიპასუხა, საქართველოზე ვარ შეყვარებული და საქართველო უნდა ავაყვაოო. თუ მე არ ავაყვავე საქარველო, რაც გინდა ის მითხარიო.

დაკავებას ელოდებოდა, თუ არა, არ ვიცი, ასეთ საქმეზე ვინც მოდის, დაკავებაზე ხო გფიქრობს, მეც ვფიქრობდი, ალბათ, ისიც ფიქრობდა. მე კი ვარ ცოტა მამაცი, მაგრამ ის ჩემზე ძლიერი ყოფილა. ვუთხარი, მთავარია სადმე მივიდეთ სახლში–მეთქი, გზაში, თუ ვინმემ იცის ერთად ვართ, ჩვენ ორივეს მიგვაკლავენ სადმე და დამაბრალებენ, ცომაიას ჰქონდა იარაღი ხელში, ამას გააკეთებენ–მეთქი.”

ელგუჯა ცომაია ამბობს, რომ ბათუმიდან თბილისისკენ მომავალ სააკაშვილთან კავშირზე არავინ გასულა, დუმდა მის ყველა ტელეფონი, ერთდერთი მესიჯი ხაშურთან ელგუჯა ცომაიამ მიიღო, უთხრეს მალე მისამართს ეტყოდნენ, სადაც თბილისში პრეზიდენტი უნდა მიეყვანა. 

კონსპირაციული ბინის მისამართს პრეზიდენტი ხაშურიდან თბილისამდე ელოდებოდა, თუმცა დედაქალაქში ჩამოსულმა სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ არც ბინა არსებობდა და არც ადამიანი, ვინც მას დახვდებოდა. ამიტომ იძულებული გახდა ელგუჯა ცომაიასთვის ისევ სახლში დაბინავება ეთხოვა.

“ელოდებოდა რომ მას დაახვედრებდნენ სახლს თბილისში, ეს პირობა იყო. უნდა დახვედროდნენ და რომ არ დახვდნენ, იმიტომ წამოვედით სახლი, კაციშვილმა რომ არ დამირეკა, წავიყვანე სახლში. სტუმარი ღვთისაა. რაც მქონდა სახლში საჭმელი, ვჭამეთ, დავლიეთ”,  – ჰყვება ცომაია მედიასთან.

ელგუჯა ცომაია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ მას პრეზიდენტის ტრანსპორტირება ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ თხოვა. იყო თუ არა ის პასუხისმგებელი საქართველოში გადაადგილებაზე, ცომაია არ აკონკრეტებს, ამბობს, რომ გია ლორთქიფანიძესთან მას შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა, როდესაც საზღვრის დატოვების უფლება მიეცემა, მის ნახვას ისევ აპირებს.

მისი თქმით, იმ პერიოდში, როცა მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე ორი დღე მის საცხოვრებელ სახლში ქვიშხეთის ქუჩაზე გაატარა, მისი ბედით არავინ დაინტერესებულა. პრეზიდენტთან კონტაქტზე იმ ხალხისგან ვინც მისი მარშრუტი დაგეგმა,  არავინ გასულა.

ელგუჯა ცომაია:

“კონტაქტზე არავინ გამოვიდა, საერთოდ არავინ. სახლში რომ მივედით, არავის დაურეკავს… მათ არ იცოდნენ პრეზიდენტი სად იყო. ვიღაცამ გადაწყვიტა, ელგუჯასთვის ენდოთ ეს ამბავი. პრეზიდენტი რომ მთელი ცხოვრება ჩემ სახლში ვერ დარჩებოდა, ეს კითხვა კი გამიჩნდა, მაგრამ ალბათ, მას უნდა ვკითხოთ, როცა გამოვა, მერე მე თვითონ დავუსვამ შეკითხვას, ეს რატომ მოხდა.

გამოჯანმრთელდეს, გამოვიდეს ციხიდან და მერე რა გზა აქვს, თვითონ გადაწყვიტოს. მოღალეტეები უნდა ეძებოს და მაგი თუ ვერ მოძებნის, მე მაინც უნდა მოვძებნო. მე რომ ვყოფილიყავი მაგის ადგილას, ვიკითხავდი, ეს რატომ მოხდა. იმ 8 დღის განმავლობაში, ჩემთვის იმაზე ერთგული ადამიანი არ იყო. ისტორიაში შევალ თუ არა, მაგაზე არ მიფიქრია, ვფიქრობდი იმაზე, რაც გასაკეთებელი მქონდა. თანხა მისცესო, ეს არის სისულელე, არც უკადრებიათ, არც მაკადრებდნენ. ჩვენთან საქართველოში, ყველაფერი რომ ფულზე იზომება, მაგაზე მწყდება გული.”

 

თეგები: ელგუჯა ცომაიამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

12:26 12-10-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა

15:51 12-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved