• რეკლამა
  • კონტაქტი
10:50, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ შეუშალა ხელი ძაძამიას “თანამოქალაქეებზე ზრუნვაში”?

ალია ავტორი - ალია
15:38 11-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
266

20 წლის ლუკა ძაძამია, რომელიც 2023-2024 წლების აქციების აქტიური მონაწილე იყო, შემდეგ კი მოულოდნელად ქართული ოცნების სიაში მოხვდა, ამტკიცებს, რომ პოსტი საკრებულოში საკუთარი ნებით დატოვა და ამბობს რომ მისი მიზანია თანამოქალაქეებზე ზრუნვა და ამ მიზნისთვის იბრძოლებს სხვა საშუალებებით და პირადი რესურსით. რატომ ვერ მოახერხა საკრებულოდან თანამოქალაქეებზე ზრუნვა და შეუშალა, თუ არა ხელი ვინმემ – უცნობია.

მან, ტვ პირველთან, თქვა:

“სამწუხაროდ, ცალსახა გახდა თქვენი ტელევიზიების ინტერესს არ წარმოადგენს არც ჩვენი დედაქალაქის კეთილდღეობა და არც ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავალი, იქიდან გამომდინარე, რომ ის ბინძური პიარ კამპანია, რომელიც გუშინ ვნახეთ და ცალმხრივად ორიენტირებული იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის მოწოდებაზე. 

რაც შეეხება ჩემ გადაწყვეტილებას- მივიღე გადაწყვეტილება საკრებულოს მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით. ჩემი სწრაფვა და მიზანი ყოველთვის იყო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, ამ მიზნის მიღწევისთვსი და განხორციელებისთვის მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ პერიოდში ვიყავი არაერთი თავდასხმის ადრესატი, რომლის მთავარი ფუძემდებლები მათ შორის თქვენი მედია საშუალებებიც იყვნენ.  საქმიანობას გავაგრძელებ ახალი სტატუსით ჩემი პირადი რესურსით ვუზრუნველვყოფ ხსენებული მიზნების მიღწევას, რაც გამოიხატება ჩვენი თანამოქალაქეების ზრუნვასა და უკეთესი მომავლის შექმნაში.

დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, როცა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, საზოგადოება შესაბამის ინფორმაციას მიიღებს. მიუხედავად იმის, რომ ადრეულ ასაკში ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რასაც ბუნებრივია, შემდგომ რადიკალური ჯგუფებისგან მოყვა პიროვნულად ჩემზე და ჩემ ძვირფას ადამიანებს თავდასხმები და მათი დისკრედიტაციის მცდელობები, ჩემი შეხედულებები და პოზიცია არცერთ მხრივ არ შეცვლილა ვრჩები როგორც ჩემი გუნდის, ასევე სამშობლოს ერთგული და მაქსიმალურად, ჩემი პირადი რესურსით ვეცდები, რომ ამ ღირებულებების დაცვის და მათი კეთილდღეობისთვის, ყველა საჭირო ღონისძება განვახორციელო.

ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და დედაქალაქის უდიდესმა ნაწილმა და მე და ჩემ გუნდს უდიდესი ნდობა გამოგვიცხადა, რის შედეგადაც 4 ოქტომბერს უდიდესი გამარჯვება მოვიპოვეთ.

(“ოცნების” მხრიდან წასვლაზე ) არანაირ მინიშნებას არ ჰქონდა ადგილი. ბულინგის მცდელობები იყო, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ბულინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი.

ვისი რეკომენდაციით მოვხდი სიაში, არ მიმაჩნია სწორად ეს ვისაუბრო…”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved