კახეთის სასტუმროების შედარებისას მოგზაური, როგორც წესი, ერთსა და იმავე პარამეტრებს უყურებს: ფასს, სხვა დამსვენებლების შეფასებებსა და ფოტოებს, თუმცა ეს სამი კრიტერიუმი ყოველთვის ვერ განსაზღვრავს, როგორი იქნება ვიზიტისას რეალური გამოცდილება. ორ სასტუმროს შეიძლება მსგავსი ფასი და ვიზუალურად ერთნაირი ფოტოები ჰქონდეს, მაგრამ სტუმარს ადგილზე სრულიად განსხვავებული პირობები დახვდეს. ეს განსხვავება კი ხშირად იმ დეტალებში იკვეთება, რომლებიც ჯავშნის მომენტში ნაკლებ ყურადღებას იქცევს.
ამიტომ, დღეს ბაზარზე არსებულ მრავალფეროვან არჩევანს ჯობს სხვა კუთხით შევხედოთ – კონკრეტული სასტუმროების ჩამონათვალის ნაცვლად, განვიხილოთ ის კრიტერიუმები, რომლებიც ვიზიტისას ჩვენს განწყობაზე ხშირად აისახება. ყვარლის ტბის რეზორტის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ, როგორ მუშაობს თითოეული მათგანი პრაქტიკაში და რა დეტალების გათვალისწინება ღირს კახეთის სასტუმროების შედარებისას.
სასტუმროები კახეთში: რას გეუბნებათ მდებარეობა რუკაზე?
ზოგადად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა არის სასტუმროს გარშემო, რამდენად ახლოსაა ცენტრალური გზა და სხვა მნიშვნელოვანი ადგილები. სასტუმროები კახეთში შეიძლება ერთსა და იმავე ქალაქში მდებარეობდეს, თუმცა ფანჯრიდან სრულიად განსხვავებულ ხედს და გარემოს სთავაზობდეს სტუმარს.
მდებარეობის დეტალურად შესამოწმებლად მარტივი მეთოდი არსებობს: გახსენით სასტუმრო რუკაზე, ჩართეთ თანამგზავრული რეჟიმი და დააკვირდით, რა არის დაახლოებით 500 მეტრის რადიუსში. ასე უფრო მარტივად დაინახავთ, როგორია სასტუმროს უშუალო გარემო, რა ობიექტებია მის გარშემო, რა მანძილზეა დასახლებული ტერიტორია და ა.შ. ეს მიდგომა ზოგჯერ სასტუმროს შესახებ იმაზე ბევრად მეტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე ფოტოგალერეა.
რას ხედავთ ნომრიდან?
ბევრ სასტუმროში ისეთი ნომერი, რომელსაც ხედი აქვს, ცალკე კატეგორიად არის გამოყოფილი და, შესაბამისად, განსხვავებული ფასიც ღირს. ამიტომ, ნომრის არჩევისას მნიშვნელოვანია, წინასწარ გაითვალისწინოთ არა მხოლოდ ოთახის ფართობი და ინტერიერი, არამედ ისიც, რას დაინახავთ ტერასიდან თუ ფანჯრიდან. განსაკუთრებით მაშინ, როცა სასტუმროს მდებარეობა და გარემო თავად მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ყვარლის ტბის რეზორტზე არ არსებობს ნომერი ცუდი ხედით. აქ საკითხი სხვაგვარად დგას და ნომრიდან ხედის არჩევა ორ განსხვავებულ პანორამას შორის არჩევანის გაკეთებას ნიშნავს. ერთი მხრიდან ტბის, მეორე მხრიდან კი ალაზნის ველის ხედი იშლება. შესაბამისად, რომელ მიმართულებას აირჩევთ, ეს უკვე თქვენს პირად გემოვნებაზეა დამოკიდებული.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ სასტუმროს ტერიტორიაზე?
სასტუმროს აღწერაში აქტივობების გრძელი ჩამონათვალი შეიძლება შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, თუმცა მნიშვნელოვანია გაიგოთ, სად არის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი. ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტული აქტივობისთვის სასტუმროს ტერიტორიის დატოვება ან დამატებითი გადაადგილებაა საჭირო, ზოგ შემთხვევაში კი ყველაფერი ადგილზეა.
ყვარლის ტბის რეზორტზე წყლის ველოსიპედით გასეირნება, თევზაობა და სხვა აქტივობებით დაკავება უშუალოდ სასტუმროს ტერიტორიაზეა შესაძლებელი. შესაბამისად, დღის განმავლობაში სხვადასხვა გეგმის განხორციელება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ.
რამდენად შეესაბამება შერჩეული საუკეთესო სასტუმრო კახეთში თქვენს გეგმებს?
საუკეთესო სასტუმრო კახეთში ყველასთვის ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. ამიტომ, არჩევისას მნიშვნელოვანია, შეაფასოთ, რამდენად თანხვედრაშია სასტუმროს პირობები თქვენს კონკრეტულ პრეფერენციებთან – იქნება ეს ოჯახური დასვენება, წყვილის მოგზაურობა, კორპორაციული ღონისძიება თუ სხვა.
აუცილებელია წინასწარ რამდენიმე კონკრეტული დეტალის დაზუსტებაც. მაგალითდ, თუ საქმიანი ღონისძიების დაგეგმვას აპირებთ, მნიშვნელოვანია საკონფერენციო სივრცის არსებობა. ოჯახური მოგზაურობის შემთხვევაში შეიძლება ყურადღება მიაქციოთ სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ სივრცეებსა და მომსახურებას, ხოლო შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობისას – სასტუმროს შესაბამის რეგულაციებს. ყვარლის ტბის რეზორტზე სხვადასხვა ტიპის სტუმრის საჭიროებები გათვალისწინებულია, თუმცა კონკრეტული პირობების წინასწარ გადამოწმება ნებისმიერ შემთხვევაში ღირს.
(R)











კომენტარები