• რეკლამა
  • კონტაქტი
14:19, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ შეიძლება რუსეთში ჯანყი მოაწყოს? – “პუტინის “ქორები” ერთმანეთს დაერივნენ” – The Spectator

ალია ავტორი - ალია
19:38 12-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
393

ბრიტანული ჟურნალის The Spectator აქვეყნებს სტატიას სათაურით “პუტინის “ქორები” ერთმანეთს დაერივნენ“, სადაც საუბარია რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერებს შორის გაჩენილი უთანხმოება, უკრაინასთან ომის ფონზე.

“ვლადიმერ პუტინს მთავარი საფრთხე ლიბერალებისაგან კი არ ემუქრება (რომლებიც მან ძირითადად უკვე ციხეებში ჩაყარა და საზღვარგარეთ გააძევა), არამედ სულ უფრო და უფრო უკმაყოფილო ნაციონალისტებისაგან,” – წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, პუტინის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ის პირებიც კი, რომლებიც ომის დაწყების ჟამს, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრას მიესალმებოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება უნდა შეჩერებულიყო. დღეს კი უკვე ბევრმა ნაციონალისტმა აღშფოთება გამოხატა დილეტანტიზმის, არაკომპეტენტურობისა და კორუფციისთვის, რომლის გამოც რუსეთის არმიამ სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია. რუსი ნაციონალისტები, ერთი შეხედვით, პატრიოტული მოწოდებით კი გამოდიან, მაგრამ, ფაქტობრივად, ამით აკრიტიკებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ პუტინს. ასეთი ნაციონალისტები ჯერ-ჯერობით ცოტანი არიან, მაგრამ მათ დიდი გავლენა აქვთ ძალოვანი უწყებების და სპეცსამსახურების ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებზე, მათ შორის უშიშროების ფედერალურ სამსახურშიც. ამით აიხსნება ის, რომ მათ ძველებურად ნებადართული აქვთ თავიანთი აზრი გამოხატონ სოციალურ ქსელებში ღიად. როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ თუ მათთვის “პირის ამოკერვას” შეეცდებიან, ისინი უფრო სახიფათონი გახდებიან.

“მათგან ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიროვნებას წარმოადგენს იგორ გირკინი, სამხედრო ფსევდონიმით “სტრელკოვი”. სწორედ ის იყო დონბასში სეპარატისტული ანტიუკრაინული გამოსვლების ინციატორი 2014 წელს. იგორ გირკინი მონარქისტი და ნაციონალისტია, ამას წინათ ჰააგის სასამართლომ იგი დამნაშავედ აღიარა სამოქალაქო ავიალაინერ MH17-ის ჩამოგდების გამო. უკრაინაში შეჭრის შემდეგ იგორ გირკინის კომენტარები მოულოდნელად სატირული და კრიტიკული გახდა –  ვლადიმერ პუტინს იგი უწოდებს “უნიკალურ სტრატეგიულ უპირატესობას”, თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს – “ფანერის მარშალს”, “სულელს”, “ქურდს” და “ავაზაკს”. მუდმივად “ამკობს” მთავრობის სხვა წევრებსაც.

ოქტომბერში იგორ გირკინმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს საომარ მოქმედებებში, მაგრამ მოგვიანებით იგი ისევ მოსკოვში გამოჩნდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მისი ადგილი ფრონტზე არ არის, სადაც გირკინის ვარსკვლავი ან გაბრწყინდებოდა, ან შეიძლება უკრაინელებს ტყვედაც ჩაეგდოთ, რითაც დიდი პოლიტიკური კონფუზი მოხდებოდა.

ის, რომ გირკინი საშიშ პიროვნებაა, აშკარაა იმითაც, რომ ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი, მას “ფსევდოპატრიოტს” უწოდებს – “იგი ომში წავიდა, მაგრამ ჩაისვარა და უკან დაბრუნდა”, – თქვა მან ბოლო კვირის გადაცემაში და გირკინს ურჩია, – “იქნებ ვაგნერის ბიჭებთან წახვიდე, ბრძოლას მიგაჩვევენო”

იგორ გირკინის პასუხს არ დაუგვიანია: მან ტელეწამყვანს მშიშარა და მატყუარა არსება უწოდა, ღია დებატები შესთავაზა და განაცხადა: “თუ იგი, სიღარიბის გამო, დებატების ორგანიზებას ვერ შეძლებს, მე მზად ვარ,  შესაბამისი პლატფორმა შევთავაზო”. ეს “წელს ქვემოთ” დარტყმა იყო, ყველამ იცის, რომ სოლოვიოვი, რომელიც დასავლეთში მყოფ რუს “სპეკულიანტებს” და “კორუფციონერებს” ლანძღავს, თვითონ არის მილიონერი და ფლობდა ორ ვილას კომოს ტბის ნაპირზე იტალიაში და ძალიან გაბრაზდა, როცა იტალიის პოლიციამ ამ შენობების კონფისკაცია მოახდინა.

ნათელი ხდება, რომ რუსეთში არსებობს დისიდენტების ახალი სახის აჯანყების შესაძლებლობა – “ქორი” ნაციონალისტებისა, რომელთა აღმასვლა დასავლეთს ნამდვილად არ სურს, მაგრამ რომლებიც, იმავდროულად, ვლადიმერ პუტინისათვის პოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენენ.” – წერს გამოცემა.

სტატიის ავტორია – მარკ გალეოთი.

თეგები: პუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:50 03-13-2026
თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved