• რეკლამა
  • კონტაქტი
01:05, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ შეიძინა საფრენი აპარატი კატარიდან, საქართველოშია თუ არა, და იყო თუ არა მისი ყიდვით დაინტერესებული ივანიშვილი? – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
19:43 03-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში
საქართველოში 22.3 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატის იმპორტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ საქსტატიდან გამოითხოვა მას შემდეგ, რაც შს მინისტრმა განაცხადა რომ საქართველოში კატარიდან შემოსული საფრენი აპარატები სახელმწიფო სტრუქტურებს არ შეუძენიათ.

რომან გოცირიძემ სადეპუტატო კითხვით მიმართა საქსტატს, რომ მიეღო დეტალური ინფორმაცია, რა სახის საფრენი აპარატები იქნა იმპორტირებული კატარიდან საქართველოში.

საქსტატიდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ 2024 წელს შეძენილია 1 საფრენი აპარატი, თუმცა ვინ არის მყიდველი უცნობია.

საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ რომან გოცირიძეს ბატონო რომან, თქვენი მომართვის (N2006/3-17/24, 21.03.2024 წ.) პასუხად, გიგზავნით სტატისტიკურ მონაცემებს კატარიდან საქართველოში საფრენი აპარატების იმპორტის შესახებ, 2024 წლის იანვარ-თებერვალში. დანართი: ექსელის ფაილი (11 KB). პატივისცემით, გოგიტა თოდრაძე,” – წერია პასუხში. 

დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, სახელმწიფომ უნდა გაასაჯაროოს, ვინ შეისყიდა კატარიდან საფრენი აპარატი და რა არის მისი დანიშნულება. გოცირიძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა გაუმჭვირვალობაშია, რაც ბევრ ეჭვს აჩენს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ საფრენი აპარატის შესყიდვით ბიძინა ივანიშვილიც ყოფილიყო დაინტერესებული.

სწორედ ამიტომ, ყველა კითხვის მოხსნის მიზნით, დეპუტატი მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, გაასაჯაროოს ინფორმაცია, ვინ შეისყიდა საფრენი აპარატი. ვინაიდან, როგორც გოცირიძე ამბობს, ყველა საქონელი, რომელიც საქართველოში შემოდის, საერთაშორისო სანქციებიდან გამომდინარე ყურადღების ქვეშაა, რადგან უნდა მიმდინარეობდეს მონიტორინგი, რომ არ მოხდეს ამ აპარატის საზღვარგარეთ გატანა.

როგორც რომან გოცირიძე ამბობს, თუ ვინ შეისყიდა ეს ძვირადღირებული საფრენი აპარატი, ამაზე ინფორმაცია უნდა იცოდეს ფინანსთა სამინსიტროს და იმ ჯგუფს, რომელიც სანქციებზე მუშაობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved