• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ მართავს გვერდს Gakharia & Media, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ Bidzina Ivanishvili & Media ერქვა?

ალია ავტორი - ალია
17:36 03-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

დღეს, 23 მარტს “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერმა გვერდმა “Bidzina ivanishvili & media” სახელი შეიცვალა და Gakharia & Media”-დ გადაკეთდა. “სამართლიანი არჩევნები” გვერდთან და მის სავარაუდო მმართველთან დაკავშირების მონაცემებს აქვეყნებს. 

ორგანიზაცია წერს, რომ გვერდი “Bidzina ivanishvili & media” 2011 წელს გაბრიელ წულაიას მიერ არის შექმნილი. ის საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

  • 2013 წლიდან 2015-მდე მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა;
  • 2015 წელს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინტერნეტკომუნიკაციის სამსახურის უფროსის;
  • 2017 წლის დეკემბერში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან ერთ თვეში, წულაიამ შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დაიკავა;
  • 2019 წლის სექტემბერში, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაბრიელ წულაია მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა.

წულაიამ თანამდებობა გახარიას გადადგომიდან მალევე დატოვა.

ISFED წერს, რომ გვერდის ამჟამინდელ აღწერილობაში მითითებულია კომპანიის სახელწოდება Holon და ვებსაიტი მისამართით: www.holon.ge. საიტი ამჟამად არ არის აქტიური. თუმცა, ფეისბუქზე ანალოგური სახელით და გვერდის აღწერილობით იძებნება გვერდი “Holon – Business & Technology”.

“შპს ჰოლონის 100%-იანი წილის მფლობელია ირაკლი წულაია, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ბიზნეს ქრონიკის” ავტორი და წამყვანი. ფეისბუქ გვერდ Holon – Business & Technology – ზე გამოქვეყნებული პოლიტიკური შინაარსის რეკლამები დეკლარირებულია და გადამხდელის ვინაობის შესახებ გრაფაში ირაკლი წულაია არის მითითებული. გვერდების საერთო მახასიათებლების გარდა, აღსანიშნავია, რომ გვერდი  Bidzina Ivanishvili & Media ხშირად აქვეყნებდა ირაკლი წულაიას შეფასებებს და აზიარებდა სიახლეებს მისი გადაცემიდან”, – წერს ორგანიზაცია.

ISFED წერს, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო უწყებები მკვეთრად არ არიან გამიჯნული “ქართული ოცნების” საინფორმაციო კამპანიებისგან და საჯარო რესურსები, რომლებიც გარე თუ შიდა დეზინფორმაციული გამოწვევების საპასუხოდ უნდა იყოს მიმართული, შესაძლოა, არამიზნობრივად გამოიყენებოდეს.

წყარო – მთავარი

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved