იმის გამო, რომ ვენაში მიმავალი თვითმფრინავის შასი არ დაიხურა, პილოტს საავარიო დაშვება მოუწია, ის თითქმის ორი საათი დაფრინავდა თბილისის თავზე.
პილოტმა თემურ ტოლომაშვილმა 180 მგზავრი უსაფრთხოდ დასვა.
ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია, ტვ პირველთან ამბობს:
„არ დაიხურა შასი. ეს ტექნიკური გაუმართაობაა. აფრინდა, მაგრამ შასი -ბორბლები არ შევიდა ხომალდის კორპუსში. შესაბამისად, პილოტმა, რადგანაც ჩვენთვის უზენაესია მგზავრთა უსაფრთხოება, მიიღო გადაწყვეტილება დაეხარჯა 6 ტონა საწვავი და დამჯდარიყო უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რათა თვითმფრინავს ჩაუტარდეს საფუძვლიანი შემოწმება როგორც შასის გაუმართაობის მიზეზის, ასევე რეისის განხორციელების შესაძლებლობის დასადგენად“
კომენტარები