ადვოკატი, მამუკა ნოზაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი მაგარი მატყუარა ყოფილა. ეჭვი შემეპარა მის პროფესიონალიზმში, ისეთი რამ გააკეთა, რომ იკადრა ტყუილი და მოწმეების ჩვენებაზე უტიფრად თქვა ასეთი რამ არ უთქვამთო.
კიდევ კარგი ძველი დრო არ არის და სხდომის ოქმები ხელით არ იწერება და არსებობს აუდიო და ვიდეო ჩანაწერი. მართალია კვალიფიკაცია შეცვალა და მძიმე დანაშაულის მუხლი გადაკვალიფიცირა, ნაკლებად მძიმეზე, მაგრამ უკანონო განაჩენი გამოიტანა.
კოჭლამაზაშვილისნაირი მოსამართლეები, რომ არიან იმიტომ ვითარდება ქვეყანა და სამართალი, ამიტომ არის ცვლილებები საჭირო.
კიდევ ერთი, მოსამართლე ბოროტი და შემსრულებელი არ უნდა იყოს, კოჭლამაზაშვილი კი ასეთია. ბრძოლა გრძელდება”
კომენტარები