• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის ლიეტუას 19 წლის გმირი, რომელმაც თავი დაიწვა?

ალია ავტორი - ალია
15:15 05-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,415

აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ზუსტად 49 წლის წინ, 1972 წლის 14 მაისს 19 წლის ლიეტუველმა სტუდენტმა რომას კალანტამ მანამდე სსრკ-ში გაუგონარი რამ ჩაიდინა – საბჭოთა ოკუპაციისადმი პროტესტის ნიშნად ქ. კაუნასში იმ შენობის წინ, სადაც ლიეტუვის გასაბჭოება გამოცხადდა, თავი დაიწვა.

მოსკოვისთვის ეს ქმედება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა. მანამდე კრემლში ეგონათ, რომ ლიეტუვის დამოუკიდებლობის სურვილი წელში გატეხეს მრავალჯერადი ოკუპაციით, პარტიზანული მოძრაობის ჩახშობით, დახვრეტებით, ციმბირში გადასახლებებით, რასაც საერთო ჯამში ამ პატარა ქვეყნის 1,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თავის დაწვის წინ რომასმა დატოვა პატარა ჩანაწერი უბის წიგნაკში: “მხოლოდ რეჟიმია დამნაშავე ჩემ სიკვდილში”.

18 მაისს რომასის დაკრძალვა დიდ მღელვარებაში გადაიზარდა კაუნასის ქუჩებში. ათასობით ახალგაზრდა ერთხმად სკანდირებდა: “თავისუფლება ლიეტუვას!”

დემონსტანტებსა და საბჭოთა ჯარს შორის მოხდა შეტაკება. დააკავეს დემონსტრაციებში მონაწილე 402 ადამიანი.

საბჭოთა კავშირმა რომას კალანტა გიჟად გამოაცხადა, მის მშობლებს კი საფლავზე წარწერის გაკეთების უფლებაც კი არ მისცეს. კალანტას სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. იმ წელს კიდევ 13-მა ლიეტუველმა დაიწვა თავი.

რომასის, ერთი შეხედვით, ეს განწირული ქმედება, ბევრი ლიეტუველისთვის ნუგეშად იქცა – ლიეტუვაში ახალი ძალით გამოცოცხლდა ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა. რომასი კი 1970-იან და 1980-იან წლებში ლიეტუვის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.

ეს მოვლენები ლიეტუვაში “კაუნასის გაზაფხულის” სახელითაა ცნობილი. არც ის იყო შემთხვევითი, რომ ეს ამბავი კაუნასში მოხდა – იგი კოსმოპოლიტური ვილნიუსისგან განსხვავებით, ყოველთვის უფრო “ლიეტუვური” იყო თავისი ხასიათით. თანაც, კაუნასი პირველი დამოუკიდებლობის დროს (1919-1940 წწ) ლიეტუვის დროებითი დედაქალაქიც იყო.

დღეს ლიეტუველები იხსენებენ ამ 19 წლის ჭაბუკს, რომელმაც ერის გამოღვიძების ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ ამისთვის საკუთარი სიცოცხლის დათმობა მოუწია.”

თეგები: ლიეტუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved