• რეკლამა
  • კონტაქტი
22:54, კვირა, 19 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის “მეფე”, რომლის ვაჟიც დღეს დააკავეს? – “დავით აღმაშენებელს მიწოდებს მოსახლეობა”

ალია ავტორი - ალია
14:23 08-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესო ტაბიძის ვაჟი, ბათუმში ლომბარდის მეპატრონისთვის აგურის თავში ჩარტყმის გამო დააკავეს.

ბესო ტაბიძე, დღეს დილიდანვე შვებულებაში გავიდა და მედიას არ პასუხობს.

“ოცნების” მაღალჩინოსანი, წლების მანძილზე პოლიციაში მუშაობდა და იგი ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობასაც კი იკავებდა.

2007 წელს, ბესო ტაბიძე, კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, მაშინ “გურია ნიუსიმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან ევროპული საქართველოს“ კოორდინატორის ფატი სურმანიძის ბრალდებით, ტაბიძემ მას “აჭარლების ლიდერი” უწოდა და აქცენტი რელიგიურ კუთვილებაზე გააკეთა.

„პლაკატებს ვაკრავდი, რომ უცებ გზაზე ჩვენი სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“  ბესო ტაბიძე დამხვდა. ჯერ, როგორც სჩვევია, თავაზიანად მომესალმა და მკითხა _ „აჭარლების ლიდერო“, როგორ ხარო? მეც ვუპასუხე, რომ ძალიან კარგად ვიყავი.  მერე შემეკითხა, რატომ ვმუშაობდი ოპოზიციურ პარტიაზე,  რაზეც მივუგე, რომ, ვინც დამიქირავა იმის სასარგებლოდ ვმუშაობდი.  უბრალო გლეხი ქალი ვარ, არც პენსია მაქვს, არც _ სოციალური დახმარება, არც _ ხელფასი და ვინც შემომთავაზა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამსახური, იმასთან ვმუშაობ-მეთქი.

მითხრა _ ხომ იცით, მე უეჭველი გასული ვარ ამ არჩევნებზე და მერე ვერც ერთი სურმანიძე ვერ მოხვალთ ჩემს კაბინეტთან.  წინა არჩევნებზე მე ჩემი კაცობით გავიმარჯვე და ახლაც არაფერში არ მჭირდებითო. ტაბიძის ხალხი გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების დროსაც მომივარდნენ სახლში და დამემუქრნენ. მაშინ დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, აკაკი ჩხაიძის კოორდინატორი ვიყავი“, _ ამბობსს ფატი სურმანიძე, რომელიც ტაბიძეს სოფლის მოსახლეობის დაშინებაშიც ადანაშაულებს.

 ბესო ტაბიძე, რომელიც მოქმედ საკრებულოში ნიგვზიანის მაჟორიტარია და მმართველმა პარტიამ ისევ მასზე შეაჩერა არჩევანი სურმანიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს:

„ჩემი მეუღლეც აჭარელია და მსგავსი რამ არ შეიძლება გაჟღერებულიყო ჩემი მხრიდან, აჭარლების საკითხი ჩემთვის ძალიან ფაქიზი თემაა და შემიძლია, მათ სალოცავში ერთად მივიდეთ და ვნახოთ ჩემი დამოკიდებულება ამ ხალხისადმი.

ნიგვზიანის მოსახლეობა მე დავით აღმაშენებელს მიწოდებს. ბესო ტაბიძე რომ ვინმეს დამშინებელი იყოს,  ხალხში ამგვარი სიყვარული არ ექნებოდა. ეს ქალი ყველაფერს კადრულობს და კიდე კაი, როცა ჩვენ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, იქ ხალხი იმყოფებოდა და ყველამ კარგად გაიგო, მე რა ვუთხარი და მან რა თქვა“ , _ ამბობს ბესო ტაბიძე „გურია ნიუსთან“ კომენტარში.

უნდა ინიშნებოდეს თუ არა ყოფილი ძალოვანი საჯარო სამსახურში თანამდებობაზე – ეგ კიდევ სხვა კითხვაა, მაგრამ, 2017 წელს, ბესო ტაბიძემ, კიდევ ერთხელ გაიმარჯვა არჩევნებში!

მართალია, ლანჩუთს აღმშენებლობის არაფერი ეტყობა, მაგრამ ლანჩხუთელი “დავით აღმაშენებლის” ვაჟი დღეს დააკავეს და ვნახოთ, სამართლიანად დაისჯება თუ არა, გურიის ერთ-ერთი “მეფის” ვაჟი!

ალია

თეგები: ბესო ტაბიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved