ვინ არის „კაწროს“ მამა? 70 წლის კაკო ბილანიშვილს ქურდულ სამყაროში ნამდვილად კარგად იცნობენ. ბოლოს ის 2013 წელს უკრაინაში დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, კაკო ბილანიშვილი საქართველოში ოთხჯერ იყო გასამართლებული, მათ შორის ორჯერ თბილისის, ერთხელ საგარეჯოს და ერთხელ სიღნაღის სასამართლოების მიერ.
კაკო ბილანიშვილი წარმოშობით საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულიდან არის, თუმცა მისი ოჯახი წლებია თბილისში, ნახალოვკაში ცხოვრობს.
რამდენიმე ხნის წინ უცხოელმა ექიმებმა მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ამჟამად ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თუმცა საქართველოში შემოსვლას მოსალოდნელი დაპატიმრების გამო მაინც ვერ ახერხებს.
ბილანიშვილი „კანონიერ ქურდად“ 1995 წელს გიორგი შავლიაშვილმა, მეტსახელად „ბუშლატამ“ აკურთხა, რომელიც ასევე პატარძეულიდან გახლდათ და იქვეა დასაფლავებული.
კომენტარები