• რეკლამა
  • კონტაქტი
19:23, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის და რა ქონებას ფლობს თბილისის მერის ახალი მოადგილე?

ალია ავტორი - ალია
16:21 05-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
312

კომპანიის წილები, 297 ათას ლარიანი ნაკვეთი წავკისში, 25 000 დოლარიანი „ნისან მურანო“, 64 ათასი ევროს სესხი ბანკებში – ასეთია დღეს, თბილისის მერის მეხუთე მოადგილედ დანიშნული ანდრია ბასილაიას  ქონება.

როგორც ირკვევა, ბასილაია 2017 წლიდან მილიონერი მერის, კახა კალაძის გუნდის წევრია.

პროფესიით ეკონომისტი ბასილაია, ვიდრე მერიაში მივიდოდა,  სხვადასხვა დროს იყო: „საქრუსენერგოს“ ფინანსური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი“, „ბრავო რექორდსის“ გენერალური დირექტორი და „გეოინკორის“ ფინანსური დეპარტამენტის უფროსი.

„2020NEWS“-მა ანდრია ბასილაიას დეკლარაციას გადახედა, თუმცა იგი საკმაოდ მწირ ინფორმაციას შეიცავს დედაქალაქის მერის ახალი მოადგილის ქონებაზე.

როგორც მისი 2020 წლის 31 იანვრის დეკლარაციიდან ირკვევა, კალაძის მეხუთე მოადგილეს თბილისში სახლი საკუთრებაში არ აქვს.

ის ფლობს 604 კვ,მ მიწის ნაკვეთს სოფელ წავკისში, რომელიც 2015 წელს 297 569 ლარად შეიძინა.

მის მფლობელობაშია ასევე, მსუბუქი ავტომანქანა, „ნისან მურანო“,  რომელიც მან 2008 წელს 25 ათას დოლარად შეიძინა.

ასევე ირკვევა, რომ ბასილაიას მფლობელობაშია “შპს მდ სერვისი საქართველოს“ 50%-იანი წილი.

ბასილაიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ეკონომიკური  განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას  ხელფასის სახით, 2019 წელს მიღებული აქვს 66 ათასი ლარი.

თბილისის მერის ახალ მოადგილეს ჰყავს მეუღლე – ლიტველი ვიტალია პაპიტე-ბასილაია და ორი შვილი.

დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ვიტალია პაპაიატე-ბასილაია ფლობს წონის კორეკციის კომპანიის – „შპს სტუდიო ფიგურა  ჯორჯიას“ 50%-იან წილს. აღნიშნული სტუდია მდებარეობს როგორც  თბილისში, ასევე -ბათუმში. საერთო ჯამში, კომპანიას 6 ფილიალი აქვს.

მერის მეხუთე მოადგილის მეუღლის საკუთრებაშია 50%-იანი წილი უცხო ენების შემსწავლელ აკადემიაშიც.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ბასილაია 5 საბანკო ანგარიშზე  ფლობს 8 003, 49 ლარს. მისი მეუღლის 10 საბანკო ანგარიშზე,  დეკლარაციის შევსების მომენტში, ფიქსირდებოდა  4 266,23 ლარი და 5 ათასამდე დოლარი.

2019 წელს ანდრია ბასილაიას შვილების სკოლის საფასური 5 700 ლარი გადაუხდია.

ამავდროულად, თბილისის მერის უბინაო მოადგილეს 2019 წელს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხის სახით მიღებული აქვს 64 500 ევრო – თანამსესხებლის ამპლუაში.

სესხების ყოველთვიური საპროცენტო გასავალი 165,18 ევროს შეადგენს.

იპოთეკური სესხის გადახდა მას 2034 წლამდე, ხოლო სამომხმარებლო სესხის – 2029 წლამდე მოუწევს.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მოადგილის, ანდრია ბასილაიას კანდიდატურა, რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. დღემდე სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და აქვს ბევრი წარმატებული პროექტი. ანდრია პროფესიით ეკონომისტ/პოლიტოლოგია, დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის „წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი“, მანამდე კი „ვესტთაუნის სკოლა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, წარმატებულ პროექტებს განვახორციელებთ. ანდრია არის მაგარი პროფესიონალი, წარმატებული ადამიანი და მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა მილიონერმა კალაძემ უბინაო ბასილიას წარდგენისას.

აღსანიშნავია, რომ  ბასილაია,  როგორც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი,  აქტიურად იყო ჩართული ბიზნესაქსელერატორის პროექტ  „სპარკში“ და „ღამის ეკონომიკის“ პროექტში.

ეკონომისტი ბასილაია  2006-2008 წლებში მუშაობდა „მულტიპლექს სოლუშენის“ ფინანსურ და გენერალურ დირექტორად. 2006 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის უფროსი ეკონომისტის პოზიციას იკავებდა. არის ეროვნული წარჩინების საზოგადოების და ეკონომიკის წარჩინების საზოგადოების წევრი.

ანდრია ბასიალაია რამდენიმე დღის წინ ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინეს, თუმცა მერის მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ეს თანამდებობა  ყოფილმა ჟურნალისტმა სოფიო ხუნწარიამ დატოვა. შესაბამისად, ბასილაიამ მოადგილის სავარძელში გადაინაცვლა და  თბილისის ურბანულ განვითარებას  კი  ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved