• რეკლამა
  • კონტაქტი
07:45, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიმსჯელოთ ექიმებმა, მივიდეთ კონსენსუსამდე, იქნებ გეთანხმებით საბოლოოდ…” – ჟამურაშვილი კანდელაკს

ალია ავტორი - ალია
22:58 08-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

ექიმი, თამარ ჟამურაშვილი:

George საღამო მშვიდობის!

დამეთანხმებით, ეს არ არის სამეცნიერო დებატებისთვის საუკეთესო კომუნიკაციის ფორმა, სავარაუდოდ ამიტომაც გაქვთ ბევრი რამ ჩემი პოსტიდან მცდარად ინტერპრეტირებული.

მაგალითად ნამდვილად არ მიგულისხმია და მგონებ არც დამიწერია, რომ “ვაქცინის შემდეგ ინფექცია, მხოლოდ მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების გაქრობის (!) შემდეგ შეიძლება განვითარდეს და შესაბამისად თითქოს ყველა (!) ვაქცინირებულის ინფიცირება VADE-ით უნდა მიდიოდეს”, – ეს ორივემ ვიცით რომ ასე არ არის. გაქრობა არა – შემცირება და ყველაში არა, მაგრამ უმრავლესობაში მაინც…

რა თქმა უნდა არც ეს მიგულისხმია: “თუ VADE დაფიქსირებული იყო ადრე ნუკლეოპროტეინულ ანტისხეულებთან, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს რომ სპაიკი თავისუფალია იგივე ეფექტისაგან”, – ამ ფაქტის ხსენებით მხოლოდ ხაზი გავუსვი იმას, რომ კოვიდ-ვაქცინის შექმნისას VADE-ს ფენომენი ნამდვილად გათვალისწინებული იყო და კვლევებიც არსებობს.

ვარაუდია რომ ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების ტიტრის შემცირებას სჭირდება 6-9 თვე და ამიტომაც იგეგმება ბუსტერი ამ ინტერვალით, მაგრამ დელტა შტამთან ამას, ჩემი ინფორმაციით ნაკლები კავშირი აქვს.

რაც შეეხება კოვიდ-გადატანილთა აცრას. დიახ, კოვიდ-გადატანილს უკეთესი დაცვა აქვს, ვიდრე ორჯერადად აცრილს კოვიდ-ის გარეშე, მაგრამ კოვიდ-გადატანილს + ერთი დოზა ბევრად უფრო ეფექტურია და მაღალ დაცვას იწვევს. ესეც იზრაელის კვლევაა და დარწმუნებული ვარ ორივესთვის ცნობილია.

რაც შეეხება <50-ის აცრას. ამ ასაკობრივ კატეგორიაში სიკვდილიანობა ისედაც დაბალია ვიდრე 60+ში, მაგრამ ასევე არსებობს ჰეიდელბერგის კვლევა, რომელმაც კოვიდ-პაციენტთა 77%-ში ლონგ-კოვიდ-ი აღმოაჩინა. მე პირადად მყავს რამდენიმე კოლეგა, რომელიც უკვე 6 თვეზე მეტია მუშაობას ვერ აგრძელებს, მყავს უამრავი ასეთი პაციენტი სხვადასხვა ჩივილებითა და სინდრომებით, რომლებიც ძველ ცხოვრებას ვეღარ უბრუნდებიან. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა პოპულაციის ინვალიდიზაციის რისკს ვზრდით, თუ მათ არაფერი შევთავაზეთ.

მუტირებული შტამისთვის ახალი ვაქცინის შექმნის შეუძლებლობაშიც ვერ დაგეთანხმებით. დღევანდელ დღეს დელტა შტამი რომ ყველაზე გავრცელებულია, ეს ხომ ვიცით და ასე რომ გავრცელდებოდა აღმოჩენიდან მაქსიმუმ 2 კვირაში ვიცოდით. ასევე მოხდება იმ რეზისტენტული შტამის აღმოჩენა და პროგნოზირებაც, თუ ოდესმე და მანამდე განვითარდა ვიდრე წამალი ან სხვა ვაქცინა გვექნება.

რაც თქვენს სურათს შეეხება, ორივე ერთი და იგივეს ვგულისხმობთ, თქვენ თქვენ თავს ანტიფაშისტად წარმოიდგენთ, მაშინ როცა ყველა დანარჩენს ფაშისტებად ხედავთ და ამ დროს ამბობთ, რომ საზოგადოება არ უნდა გაიყოს და ზიზღი არ უნდა დაინერგოს. ჩემი აზრით თქვენი სურათი სწორედაც რომ გაყოფილი საზოგადოების სიმბოლო გამოდის და აგრესიას ბადებს.

თუ გავიხსენებთ, ფაშისტები ზიანს მხოლოდ სხვას აყენებდნენ და არა საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში კი არც ერთი ვაქსერი არ სთავაზობს სხვას ვაქცინაციას თუ თავად არ არის აცრილი. ამიტომ მე პირადად ლოგიკას ვერ ვხედავ…

გიორგი, მართლაც საინტერესოა თქვენთან დისკუსია და როგორც ხედავთ ბევრ გაუგებრობას აქვს ამ ფორმატში ადგილი. დავინდოთ სხვა სფეროს წარმომადგენლები, ჯერ ერთი ისინი მართალს და მტყუანს ჩვენს შორის ვერ გაარჩევენ და უარესად დაიბნევიან და მეორეც, ალბათ ეჭვი არ გეპარებათ, რომ არც სახელმწიფო და არც პანდემიის მმართველი გუნდი არ დაგეთანხმებათ ამ მსჯელობაში და საბოლოოდ ნებით თუ უნებლიეთ გამოვა, რომ ვაქცინაცია მართლაც სავალდებულო გახდება. ზოგიერთი ერთჯერადად აცრილი უკვე აუქმებს რეგისტრაციას მეორე დოზაზე.

გარდა ამისა თინა და მისი მიმდევარნი აქტიურად იყენებენ თქვენს პოსტებს, არც ეს მგონია ყოფილიყო თქვენი მიზანი.

გთავაზობთ ჩემს დახურულ პლატფორმას ასეთი სამეცნიერო დისკუსიებისთვის. ვიმსჯელოთ ექიმებმა, მივიდეთ კონსენსუსამდე, იქნებ გეთანხმებით საბოლოოდ და რამდენიმე ექიმი უფრო ადვილად მიაღწევს მიზანს.

ჩემი სუბიექტური აზრით თქვენი ასეთი აქტივობა ხალხს უფრო მეტ ზიანს მოუტანს ვიდრე სარგებელს. თანაც არც ერთი წამყვანი სპეციალისტი თქვენს აზრს არ იზიარებს. ჩემი კლინიკის წამყვანი ტვინები უკვე მესამედ არიან აცრილები, არა მგონია მისხალი ეჭვის არსებობის შემთხვევაში საკუთარი თავი საფრთხეში ჩაეგდოთ.

ეს ჩემი ბოლო პასუხია ასეთ სივრცეში, ყველაფერი დანარჩენი ან კულისებში, როგორც წესია ან ჩემს გარეშე.

George მართლაც დიდ პატივს გცემთ და ამ წუთას ვისურვებდი თქვენს ადგილზე ნებისმიერი სხვა ყოფილიყო, ბევრად უფრო თავისუფლად ვუპასუხებდი…”

თეგები: თამარ ჟამურაშვილიინფექციონისტი გიორგი კანდელაკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved