ტრენდული

2 ქვეყანა, რომლის იზოლაციიდან გამოყვანასაც აშშ ცდილობს – “სამი თვის წინ ეს სიურეალისტური სიზმარიც ვერ იქნებოდა” – ბექა კობახიძე
ახალი ამბები

“1783 წლის საქართველო სპარსეთის გარეუბანია, რუსეთი – დასავლეთი – რანაირად გაჩნდებოდა ილია ჭავჭავაძე სპარსეთის პროვინციაში?” – ბექა კობახიძე

ავტორი - ალია
19:40 05-20-2022
0

ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე: თეზა რომ ერეკლე მეორე არის "მოღალატე" იმიტომ რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს...

6 საშინელი და უსამართლო ბრალდება უკრაინას და აზოვს – “ვიღაც თავს აიფეთქებს, ვიღაც რუსებს დაეტაკება შუბლით, მაგრამ…”

6 საშინელი და უსამართლო ბრალდება უკრაინას და აზოვს – “ვიღაც თავს აიფეთქებს, ვიღაც რუსებს დაეტაკება შუბლით, მაგრამ…”

14:13 05-20-2022
გავიარე სრული ჯოჯოხეთი და “ვალის დაბრუნების” დროა! – ოთო აბესაძე

ოთო აბესაძე: „მინიმუმ 20%-ით გაიზრდება ფასები… ეს არის ხალხის დაცინვა“ – რატომ არ იმოქმედებს ფასებზე ლარის გამყარება

21:25 05-19-2022
“თუ რუსეთი ხელს მოაწერს ამ შეთანხმებას აღიარებს უკრაინის გამარჯვებას და საკუთარ მარცხს” – გიორგი თავდგირიძე

“იყო თუ არა პუტინი სი ძინპინის პირადი პროექტი, სის ჩინეთის “ყინულმჭრელი”? – გიორგი თავდგირიძე

21:07 05-16-2022
“უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ქარხანაში, მზის სხივი რამდენიმე თვის შემდგომ პირველად ნახა…” – რუსლან შავაძე

“უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ქარხანაში, მზის სხივი რამდენიმე თვის შემდგომ პირველად ნახა…” – რუსლან შავაძე

14:44 05-16-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
21:59, პარასკევი, 20 მაისი, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვიმედოვნებთ, (მეუფე ნიკოლოზი) ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს“ – საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება

ალია ავტორი - ალია
23:25 11-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1

საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს:

„როგორც ცნობილია, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ციხეში ორჯერ მოინახულა და ორივე შემთხვევაში მისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია.

თადაპირველად მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ, ამასთან, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა და ვაპატიოთ წლების მანძილზე ჩადენილი დანაშაული.

რა თქმა უნდა, სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორცილებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო, შეთანხმებული ნაბიჯებია გადასადგმელი(მით უფრო ჩვენს რეალობაში). ასევე აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს.

საეკლესიო სწავლებითაც შერიგება (როგორც ადამიანებს, ისე ღმერთსა და ადამიანს შორის) შეუძლებელია ცოდვათა აღიარების, სათანადო სინანულისა და შესაბამისი ეპიტიმიების აღსრულების გარეშე.

ხოლო რადგან უპირობო ან გარკვეული პირობით შერიგებაზე და, განსაკუთრებით, ციხიდან გათავისუფლებაზე საუბარი ძირითადად მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში გაჟღერდა, მიუხედავად მაღალი სამოქალაქო ინტერესისა, ობიექტურობიდან გამომიდინარე, ამის სურვილი მაშინ სხვა პატიმრებთან მიმართებაშიც უნდა გამოთქმულიყო.

ეს დამოკიდებულება რომ არ იკითხებოდა მიტროპოლიტის განცხადებაში, სწორედ ამან შექმნა საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა.

სამწუხაროდ, ამა წლის 8 ნოემბერს გაკეთებული კომენტარითაც მეუფე ნიკოლოზმა მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, პირველ რიგში, ქრისტიანული სწავლების კონტექსტში მოხმობილი შეუსაბამო შედარებებით;

მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა, რითაც დიდი მსხვერპლი გაიღო ქვეყნის გაძლიერებისათვის  და იმისათვის, რომ სიძულვილის ენა დავივიწყოთ. ამ ღვაწლით კი  ყველაფერი შეინანა.

პრეზიდენტისა და მისი მომხრეებისაგან კი ყველა ინფორმირებულია, რომ იგი შიმშილობს პროტესტის ნიშნად, უსამართლოდ მიიჩნევს მის დაკავებას და თავს დამნაშავედ არ სცნობს.

საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით … და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე  შედეგის  პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს.

ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა)  გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან,  მარხვის არსის დაკნინებაა.

ვწუხვართ, რომ მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა.

საერთოდ კი მეუფე ნიკოლოზს მრავალი სათნო საქმე აქვს აღსრულებული და  ყოველთვის იყო აქტიური. ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს და  ეკლესიისა და ხალხისათვის არაერთ  სასიკეთო  ნაბიჯს გადადგამს.

არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ, იმ შეცდომებზე, რომელიც მასმედიისაგან და საერო პირთაგან არის დაშვებული,- მხოლოდ ერთმანეთის დადანაშაულება და ლანძღვა საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს. მოქალაქეთა  პოლარიზების  ხელშეწყობა და მისი გაღრმავება ქვეყნის წინაშე მძიმე დანაშაულია…

კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, მრევლს და მათ, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, კარგად გააცნობიერონ არსებული ვითარება და თავი შეიკავონ უხეში და დამამცირებელი ურთიერთმიმართვებისაგან. პოზიციის დაფიქსირება ყოველთვის შეიძლება, ოღონდ ეს არ უნდა ისახავდეს მიზნად სხვათა შეურაცხყოფას, არამედ,- სიმართლის ობიექტურად წარმოჩენას.

ამ რთულ ვითარებაში თითოეულ ჩვენგანს   ღმერთმა შეაძლებინოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც რეალურად ხელს შეუწყობს სამოქალაქო მშვიდობასა და შერიგებას.

P.S. განსაცდელში მყოფი ქრისტიანისაგან ზიარების მიღების სურვილი, რა თქმა უნდა, სწორია. ამ მიზნით, პატიმართან შესვლა კი, ზოგადად, კათოლიკოს-პატრიაქის ნებართვით ხდება; მაგრამ აღსარება  იძლევა  თუ არა ზიარების შესაძლებლობას, ეს უშუალოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია.    ამდენად,  ზიარება მის სამოძღვრო პასუხისმგებლობას წარმოადგენს.“

მეუფე ნიკოლოზი – მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა და დღეს ეზიარა – თანამედროვე რეალობაში ასეთი მაგალითი არ ვიცი, ასეთი იყო დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული
თეგები: მეუფე ნიკოლოზისაპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ოპოზიცია ცალ-ცალკე, ვფიქრობ, მეტ ხმას მოაგროვებს, ვიდრე ერთიანი ფრონტით და აგიხსნით, რატომაც“ – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„სააკაშვილი პოლიტიკურად მაინც დაფიქრდებოდა…“ – რას ამბობს გვარამიას დაპატიმრებაზე გია ხუხაშვილი

19:45 05-19-2022
“პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს…” – ემზარ კვიციანი
ახალი ამბები

“პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს…” – ემზარ კვიციანი

20:32 05-12-2022
ვიცი, რამდენსაც იხდის ხელისუფლება, რომ ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში და ისიც ვიცი, ამ პარტიების გარდა, კიდევ ვის ევაჭრება, რომ შეათრიოს იქ – ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან
ახალი ამბები

„როდესაც დამონებული ხარ, ღირსება აყრილი ხარ, „დაჩმორებული“ ხარ და მარტო მშვიდობა გაქვს, ღირს ასეთი მშვიდობა?“ – სანდრო ბრეგაძე

22:06 05-10-2022
„რუსეთამდე  600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო  და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს?“ – ჯუმბერ კირვალიძე
ახალი ამბები

„რუსეთამდე 600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს?“ – ჯუმბერ კირვალიძე

22:15 05-09-2022

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სიახლეს – გახანგრძლივებულ საგარანტიო პაკეტ „ტოიოტა 10“-ს სთავაზობს
ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სიახლეს – გახანგრძლივებულ საგარანტიო პაკეტ „ტოიოტა 10“-ს სთავაზობს

13:01 05-20-2022
საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება
ბიზნესი

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

18:59 05-19-2022
ბიზნესი

კლინიკა „ჰერა“ – მაღალი პროფესიონალიზმი და ულტრათანამედროვე სტანდარტები თქვენი ჯანმრთელობისთვის

21:51 05-17-2022
„იმპექსის“ სააფთიქო ქსელი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული შეთავაზებების კვირეულით აღნიშნავს
ბიზნესი

„იმპექსის“ სააფთიქო ქსელი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული შეთავაზებების კვირეულით აღნიშნავს

10:20 05-17-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved