• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვილაპარაკოთ სიმართლე” – სუსის “სპეცოპერაციის” დეტალები – რა იყო დაგეგმილი და რა მოხდა რეალურად წალენჯიხაში?

ალია ავტორი - ალია
17:13 03-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,035

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, რომელმაც პირველი განცხადება, მერიის ორი თანამშრომლის დაკავების თაობაზე, დაკავების დღესვე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, გაემიჯნა დანაშაულს, მზაობა გამოთქვა გამოძიებაში მონაწილეობისა და ჩართულობის და ასევე, საზოგადოებას დაპირდა, რომ საკითხს დეტალურად შეისწავლიდა, სპეციალურ ბრიფინგზე ამბობს: “ნებისმიერ დანაშაულს ვემიჯნებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე”. მისი ინფორმაციით, სუსმა მოახდინა დანაშაულის პროვოცირება, შემდგომში, თვალსაჩინო, მასშტაბური “სპეცოპერაცია” დაგეგმა ორი თანამშრომლის დასაკავებლად მერიის შენობის წინ, და საბოლოოდ კი, დააკავა ის ადამიანები, რომლებიც არც გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და ფიზიკურად ვერ შეასრულებდნენ იმ დავალებას, რომელი დავალების შესრულებასა და ამისათვის თანხის აღებაში მათ სუსი ედავება, 

გია ხარჩილვა:

სამწუხაროდ, ქართული ოცნება კაგებეშნიკური მეთოდებით განაგრძობს ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტის გაშავებას და საზოგადოებაში მცდარი აზრის დამკვიდრებას. ,,კორუფცია წალენჯიხის მერიაში“ – ამ სლოგანისთვის ქართულმა ოცნებამ გაწირა წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი, რამლებთანაც თვეების განმავლობაში მუშაობდა სუსიდან სპეციალურად მოვლენილი აგენტი. მათი ამოცანა ჩემი და ჩემი გუნდის წევრების კორუფციაში მხილება იყო, თუმცა როდესაც მიხვდნენ, რომ წალენჯიხის მერის გუნდი, ქართული ოცნების ჩინოვნიკებივით ფულის საკეთებლად არ ვართ მოსულნი ხელისუფლებაში, მათ გაწირეს ორი რიგითი თანამშრომელი. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ დანაშაულს, მზად ვართ და ვალდებულებიც ვართ ვითანამშრომლოთ საგამოძიებო ორგანოებთან და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია დანაშაულის პრევენციის ნაცვლად მოხდეს დანაშაულის პროვოცირება.

ხსენებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას, მაგრამ მისი გასხვისების პროცედურა არ დაწყებულა. არ არსებობს აქტი, ინიციატივა ან ხელმოწერა, რომლის თანახმადაც იგეგმებოდა მიწის გასხვისება. აღსანიშნაცია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ რიგით თანამშრომელს არ შეუძლია მუნიციპალური უძრავი ქონების გასხვისება. ამისათვის საჭიროა საკრებულოს თანხმობა და შემდგომ უკვე ელექტრონული აუქციონის გამართვა. ამ პროცესში კი მერიის ჩართულობა სრულიად გამორიცხულია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რეალურად რას ემსახურებოდა მერიის წინ, დემონსტრაციულად, რამდენიმე ათეული სამართალდამცავის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციით ორი რიგითი თანამშრომლის დაკავება.

წალენჯიხის მიდგომა საერთო ქართულ პოლიტიკოსთან, წალნეჯიხის მერია და წალენჯიხელების გზა აუცილებლად გაიმარჯვებს. 

http://

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved