„კავკასიური სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სიის ოცეულის პრეზენტაციას ეხმაურება:
„რა ქმნის ნამდვილ პოლიტიკოსს???
საჯარო, დემოკრატიულ კონფლიქტში მონაწილეობა, კონკრეტული ღირებულებების მხარეს დგომა, ამ ღირებულებებისათვის შესაბამის სოციალურ ჯგუფებთან ერთად ბრძოლა, პოლიტიკური კონფლიქტის გამარჯვებით და/ან შეთანხმებით დასრულებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
ბიძინა ივანიშვილი მერვე წელია მიზანმიმართულად კლავს პოლიტიკას !!! მილიარდერმა 2016 წლის მსგავსად დღესაც ფსონი დადო იდეის არმქონე პრაგმატიკოსებზე, თითქმის ანონიმურ საჯარო მოხელეებსა და მომხმარებლური საზოგადოების მიერ “წარმატებულ” ადამიანებად მიჩნეულ პირებზე…
ვიკა სანიკიძე და დათო კაჭარავა კი გაუგებრობაში მოყვნენ, რა ქნან, რა პერსპექტივა აქვს საქართველოში კარიერის შემდეგ კარგ სპორტსმენს?!!!
წინ მძიმე დღეები და წლები გველის!
P.S. უკაცრავად გამოთქმისთვის, მაგრამ ყველამ გაიკეთოს თავისი დიპლომი და კარიერა, თუ ხმამაღლა არ დაგიცავთ რომელიმე ჯგუფის პოლიტიკური ინტერესები. ეგეთი კარიერა და დიპლომი მხოლოდ ეგოიზმის, საკუთარი თავის სიყვარულის გამოვლინებაა.“
კომენტარები