• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიღაცებმა ექსკლუზივი დაკარგეს ქრისტეზე”

ალია ავტორი - ალია
03:21 04-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში წერს:

“განსაკუთრებული აღდგომაა. ვიტყოდი, მოქცევაა ერთგვარი. გათენდება და მივხვდებით, რომ ვისაც სწამს ღმერთი, მისთვის ის გულშია და არა სადმე სხვაგან. შენობაში – თუნდაც ტაძარში, ურემში, ჯიპში და ა.შ. სიყვარული ტაძრიდან კი არ მოაქვს ადამიანს მხოლოდ, არამედ თავად მიაქვს ტაძრებში. გათენდება და თანდათან უფრო მეტად დავფიქრდებით, რომ სხვა ადამიანების მოფრთხილებაზე დიდი ქრისტიანობა არ არსებობს. თუ დღეს ერთი ადამიანი მაინც ვიხსენით იმით, რომ შინ ვილოცეთ, რა უნდა იყოს ამაზე დიდი საქმე ?! ეკლესია და ქრისტიანობა მისაკუთრებული ვერ იქნება, რადგან ის ჩვენია, სადაც უნდა ვიყოთ – შინ თუ ტაძარში. რაღაც დიდი მოხდა – თითქოს ბურანიდან გამოვდივართ და ვიბრუნებთ ქრისტეს, რომელიც რატომღაც სხვებს ჩავაბარეთ. ვიბრუნებთ ტაძარს, რომლის წინამძღვარმა დღეს მრევლს უთხრა, რომ გაკოჭონ ადამიანი, რომელიც ღვთის სახლში შევიდა. მღვდელს ჰგონია, რომ ღვთის სახლი მისი საკუთრებაა. და ,,სამართლიანად” ჰგონია, რადგან, ბიუროკრატიული ენით ვიტყვი, ჩვენ გადავეცით სამართავად რწმენა. უნდა დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის…

დღეს ბევრნი დავრჩით შინ. სიმბოლურია, რომ ეს ამბავი სწორედ აღდგომას მოხდა. კიდევ უფრო სიმბოლურია, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა სიცოცხლე ვირუსის სახით მოსული სიკვდილის დამარცხებას ცდილობს და დაამარცხებს კიდეც. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ შეიცვალა ერთ ღამეში – მომავალში ისე ვეღარ გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. ვიღაცებმა ექსკლუზივი დაკარგეს ქრისტეზე. საოცრებაა ტაძარში წაუსვლელობით ტაძარში დაბრუნება.

ყველას გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას – ვისაც გწამთ ღმერთის ან რამის მაინც გწამთ. და მათაც, ვისაც არაფრის გწამთ, თქვენც, ვინც ტაძრებში ხართ და შეიძლება, ჩემი ეს სიტყვები დიდად არ მოგეწონათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved