საოპერო მომღერალი, თამარ ივერი, საჯარო სკოლებისთვის სავალდებულო ფორმებს ეხმაურება და წერს:
ისე, რა საინტერესოა,მშობლები დიდი სიამოვნებით ასმევენ მათ ბავშვებს კოკა კოლას, ფანტას, პეპსის, სპრაიტს, რედ ბულს… რაც მათი ორგანიზმისთვის გამანადგურებელი საწამლავია!სიამოვნებით აჭმევენ სწრაფი კვების ბურგერებს – რაც ასევე საწამლავია!აჭმევენ შემწვარ კარტოფილს და ფრის, რაც ასევე საწამლავია!ათასგვარ ტკბილეულს და ცომეულს, რაც სამედიცინო კუთხით ასევე უარყოფითია!ვაყურებინებთ რობლოქსებს და ათასგვარ გონების “მომწამვლელ” თამაშობებს, ვიცმევთ და ვაცმევთ თემუდან გამოწერილ ათასგვარ “ძონძებს” ა.შ და….თურმე მხოლოდ რამდენიმე საათით პოლიესტერის სკოლის ფორმის ტარება ყოფილა მათი ჯანმრთელობისთვის საშიშინუ, ვიღაცამ “ჩორთი ჩააგდო” და ხომ უნდა აყვეს ერი? ჯანმრთელობაზე გადამკვდარ იაპონელებს იგივე ფორმები აცვიათ (100% პოლიესტერის ან მისი ნაზავის). და თან უკვე ათწლეულებია და ვერ ცოცხლობენ დიდხანს და გონება არ უჭრით? ან ბავშვობაში ჩვენი ყავისფერი სკოლის ფორმა და შარვალ კოსტუმი იყო ბიოლოგიური ბამბა? ისიც ხელოვნური ტექსტილი იყო და დავიხოცეთ?და…12-15 წლის ბავშვები რომ სიგარეტს ეწევიან, თმებს იღებავენ, მაკიაჟს ისვამენ, შილაკებს და ტატუებს იკეთებენ…და კიდევ ათასი მავნებლობა….მაგაზე “კურთხევაა და ხსნილია”? ვგიჟდები ამ ქართულ “ჭიქის ქარიშხლებზე”… მით უმეტეს,თუ 41 ის ინიციატივა დგას ამის უკან,უკვე ეს სერიოზული სკანდალის საბაბია











კომენტარები