• რეკლამა
  • კონტაქტი
23:01, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვიღაც შიმპანზის მორალის მქონე ხალხმა, რომელთაც რუსეთის დღევანდელმა მეფისნაცვალმა ხელში ჩაუგდო პატარა ძალაუფლება, გადაწყვიტა, რომ თუ ციხით დამემუქრებოდნენ, კლოუნის წითელ ცხვირს დავიმაგრებდი და ვეახლებოდი“ – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
16:39 06-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
263
პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მორიგ წერლს ავრცელებს:
„სასამართლო პროცესები იმიტომ არის საჭირო და მას იმიტომ ესწრებიან, რომ გაარკვიონ, ვიღაცამ ჩაიდინა დანაშული თუ არა.
მე არ მგონია, რომ ჩემთან მიმართებაში რამე იყოს გასარკვევი. იმ დარბაზში თუ დერეფანში არავინაა ისეთი, ვისაც რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია ჩემთან მიმართებაში. სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ მე მას ზიანი მივაყენე.
ამიტომ ეს სასამართლო ჩემზე არაა.
ეს სასამართლო ე.წ მოსამართლე ჯვებეზეა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამას ვერც ხვდება. ამ პროცესებზე ხალხი იმის სანახავად დადის, რომ ლაივში ნახოს – რას იზამს ჯვებე.
ჯვებემ კი სულ რაღაც 4-5 დღის წინ ჩემგან 3 საკნით დაშორებით ციხეში ჩასვა სრულიად უდანაშაულო ადამიანი. სადმე გარბოდა ნიკა გვარამია? თუ დანაშაული ჩაიდინა განმეორებით?
იგივე ჯვებემ, პოლიტიკური მოტივით დაჭერილ ანტონ ჩეჩინს, რომელსაც თავში გაურკვეველი სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და რომელსაც ტანზე დადასტურებულად ეტყობა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, არ შეუცვალა აღკვეთი ღონისძიება და ჩატოვა ციხეში.
ამიტომ არ მოვედი დღეს პროცესზე, ამიტომ არ მივალ არც 23-ში.
ვიღაც შიმპანზის მორალის მქონე ხალხმა, რომელთაც რუსეთის დღევანდელმა მეფისნაცვალმა ხელში ჩაუგდო პატარა ძალაუფლება, გადაწყვიტა, რომ თუ ციხით დამემუქრებოდნენ, კლოუნის წითელ ცხვირს დავიმაგრებდი და ვეახლებოდი.
ჩემი პასუხი გასაგებია.
23-ში საინტერესო იქნება ჯვებეს პასუხი.
მიუხედავად მისი ქმედებებისა, მისივე პროფესიიდან გამომდინარე, მას ყოველ ჯერზე აქვს შანსი – ისევ იქცეს ადამიანად. ამიტომ, 23-ში რაც გაირკვევა, ესაა – მზადაა თუ არა ჯვებე დათმოს დღევანდელი პატივი, წესდება, კეთილდღეობა და უარი თქვას კლოუნის წითელი ცხვირის ტარებაზე.
ოღონდ ეს ვერ იქნება ციხის ნაცვლად ჯარიმა ან სხვა რამე.
მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს.
P.S საუბედუროდ, კაცობრიობის ისტორია სავსეა ჯვებეებით. ჯვებეების მმართველობა (თუ ჯვებეებით მმართველობა) უნდა დასრულდეს!
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
17.06.2025″
თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved