“შეაჩერე კორუფციას” დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
“დღეს ისეთი ტექსტები ავხსენი და ისეთ ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი…
ისეთი კმაყოფილი…
ისეთი მაღალმატერიული…
მერე ეს თვალებგადმოკარკლული ქალი ვნახე, რომელსაც მთელი ფბ “ხელიხელ აგოგმანებს”.
მეც მივიღე ამ “გოგმანში” მონაწილეობა და უცებ ისე ცუდად ვიგრძენი თავი…
ვიღაც საცოდავი არსებაა, უბრალოდ…
ვიღაცისთვის შეიძლება ძვირფასიც…
რა გვიქნეს, ხალხო…
მგონი, სულ დაგვაკარგვინეს სახე…
ისინი რას იმსახურებენ, ერთია, მაგრამ ჩვენ რომ მივყვებით ამ თამაშში და ტალახში ვკოტრიალობთ, ისე მტკივა გული….”
კომენტარები