• რეკლამა
  • კონტაქტი
01:22, ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვიდრე ნატო-ში მიგვიღებენ, ეს აუცილებლად მოხდება – რა გეგმები აქვს ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში?

ალია ავტორი - ალია
03:01 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, ბაიდენის პრეზიდენტობა უკვე შემდგარი ფაქტია, მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და უკვე თეთრ სახლშია. რა იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით?

– სამხრეთ კავკასიაში, სომხეთ–აზერბაიჯანის ომის შემდეგ, ვითარება ამერიკისთვის  არასახარბიელოდ შეიცვალა. გაჩნდა საფრთხე, რომ ამერიკა რეგიონში გავლენას დაკარგავს. თუმცა, ჯო ბაიდენი ამას არ დაუშვებს, ტრამპისგან განსხვავებით, არ შეეგუება ამერიკის  მსოფლიო ლიდერის სტატუსის დაკარგვას. უნდა ველოდით, ამერიკის გააქტიურებას სამხრეთ კავკასიაში. სავარაუდოდ, თურქეთთან ახალ პოლიტიკას შეიმუშავებს ბაიდენის ადმინისტრაცია. ტრამპის პრეზიდენტობისას, საქართველოს და უკრაინას დიდი ყურადღება არ ეთმობოდა და ესეც შეიცვლება. ამერიკა აქტიურად ჩაერევა ორივე ქვეყანაში იმ საკითხებში, რაც დემოკრატიის განვითარებას შეეხება.

– ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვდა საქართველოსგან  ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც, რეალურად, ამერიკის  წყალქვეშა სამხედრო ბაზა უნდა ყოფილიყო საქართველოში. ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უფრო ხისტად და კატეგორიულად მოითხოვს იმავეს. ეს საკითხი ხომ არ გამოიწვევს რუსეთ–საქართველოს შორის სამხედრო დაპირისპირებას, რათა პროექტი ჩავარდეს? რუსეთი არ აპირებს შეეგუოს, ამერიკის სამხედრო ბაზას საქართველოში.

– ეს კითხვა, ფაქტობრივად, სენატში დაუსვეს ამერიკის  სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს, ტონი ბლინკენს. ერთ–ერთმა სენატორმა ჰკითხა, რას აპირებდა ამერიკა საქართველოსთან მიმართებაში და დაეხმარებოდნენ  თუ არა, საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებაში. ტონი ბლინკენმა  განაცხადა, რომ ნატო–ს კარი ღიაა საქართველოსთვის  და ჩვენ თუ დავაკმაყოფილებთ ნატო–ს მოთხოვნებს, სტანდარტებს, მაშინ ჩვენი ნატო–ში მიღება პრობლემა არ იქნება. ამას მოჰყვა მეორე კითხვა, ეს ხომ არ გამოიწვევს რუსეთსა და საქართველოს შორის ომს? ბლინკენმა უპასუხა, რომ ომამდე ეს საქმე არ მივა, ნატო–ს წევრ არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია პრეცენდენტი, რომ ნატო–ში შესვლის  გამო,  რუსეთთან ომში ჩაბმულიყო. მოკლედ, რუსეთ–საქართველოს კონფრონტაცია, არათუ ანაკლიის  პორტის აშენების შემთხვევაში, ნატო–ში საქართველოს  შესვლის შემთხვევაშიც გამორიცხა. სხვათაშორის, ამ სენატორმა ისიც განაცხადა, რუსეთ–საქართველოს შორის ომი თუ დაიწყო, ჩემს შვილს იმ ომში არ გავუშვებო და ამაში დაეთანხმა ტონი ბლინკენი. ეს ნიშნავს, რომ ამერიკას აქვს ურყევი პოზიცია, რომ საქართველო გახდეს ნატო–ს წევრი. ამერიკა შექმნის საქართველოს თავდაცვის სისტემას, ვიდრე ნატო–ში მიგვიღებენ, ეს აუცილებლად მოხდება. მერე, მეორე მომენტიც არის. რუსეთს ახლა ჩვენთან იმისთვის არ სცალია. რუსეთში ახლა ისეთი ბუნტია, საკითხავია, პუტინის ხელისუფლება გადაურჩება თუ არა ამ ბუნტს. მოსკოვში ნახევარმილიონიანი მიტინგი იყო, სანკტ–პეტერბურგშიც დიდი მიტინგი იყო და ყველა დიდ ქალაქში. ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა აჯანყდა. „ომონი“ და პოლიცია ამ აჯანყებულ ხალხს ვეღარ მოერევა. რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდება, დათმობებზე წავიდეს და ეს დათმობები შიდა პოლიტიკაზე უნდა აისახოს. ან არადა, წავა სახლში პუტინის ხელისუფლება. ეს მთლიანად ცვლის იმ პოლიტიკას, რაც დღეს „დერჟავული“ თვალსაზრისით აქვს რუსეთს თავის მეზობლებთან.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: აშშვალერი გელბახიანირუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved