• რეკლამა
  • კონტაქტი
15:02, სამშაბათი, 19 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვიდრე არ გვეცოდინება, რომ არ წარმოვადგენთ საფრთხეს სხვებისთვის, “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები გადაღებაზე არ გავლენ“

ალია ავტორი - ალია
14:18 09-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

“რუსთავი 2”-ის 400-მდე თანამშრომელი ტესტის პასუხებს ელოდება. რამდენიმე საათში ცნობილი გახდება ანალიზების შედეგი. “რუსთავი 2” მაუწყებლობას განაგრძობს. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ვიდრე ტესტის პასუხები ცნობილი არ გახდება, ჟურნალისტები გადაღებაზე არ გავლენ.

“რუსთავი 2”-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილის, თქმით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეთერი არ გაჩერდეს, თუმცა საინფორმაციო სამსახურის ჯგუფების გადაღებაზე გასვლა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე დადასტურებულად არ გახდება ცნობილი, რომ მათი კონტაქტი საზოგადოებისთის საფრთხეს არ წარმოადგენს.

“ვიდრე ჩვენ არ გვეცოდინება, რომ არ წარმოვადგენთ საფრთხეს სხვებისთვის, მათთვის, ვისაც მოუწევს ჩვენთან თანამშრომლობა, ან ჩვენთან კონტაქტის შემდეგ მოხდეს დაინფიცრება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრული დატვირთვით არ ვიმუშაოთ. ჩვენ შევაჩერეთ საინფორმაციო სამსახურის გადამღები ჯგუფების გადაღებაზე გასვლა.

დღეს პირველად სამნიშნა მონაცემი დასახელდა. “რუსთავი 2″-ში შექმნილი ვითარების ლოკალიზება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ მომენტისათვის. რამდენიმე საათში სრულად შევაფასებთ სურათს. საუბარია რამდენიმე ასეულ ტესტზე. შესაბამისად, ეტაპობრივად მივიღებთ ტესტის შედეგებს. ორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ვითარება. პირველი არასასურველი, თუ სხვა თანამშრომლებსაც კოვიდინფექცია. ამ შემთხვევაში მათი გადაყვანა მოხდება კლინიკაში და ასევე სწრაფად დავიწყებთ მათთან პირდაპირი კონტაქტების მოკვლევას. მაგრამ ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ 400-მდე ტესტი მოვა უარყოფითი შედეგით, ამ შემთხვევაში გაგრძელდება მონიტორინგი თეონა ცხომელიძის პირდაპირი კონტაქტების, მათ შორის ჩემი, ჩვენ ჩავიტარებთ ყოველ 60 საათში ერთხელ PCR ტესტირებას. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სიტუაციისთვის არხი იყო მზად, ემოციურად ეს არის რთული,” – განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს თეონა ცხომელიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved