• რეკლამა
  • კონტაქტი
14:20, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვიდეოჩანაწერის დეტალები – ვინ ჩხუბობდა ხიდზე? და ჩანს თუ არა ვიდეოზე შაქარაშვილი?

ალია ავტორი - ალია
14:25 06-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხიდის ინციდენტში მონაწილეობდა:

“თენგო ბარბაქაძე დაკითხული იყო გამოძიების მიერ და დღეს მისი გამოკითხვა არ მომხდარა. ხიდის ინციდენტის ირგვლივ დღეს დავათვალიერეთ ჩანაწერები, რაც შესაბამისად დაოქმდა. ის მონაწილეობდა აღნიშნული ხიდის ინციდენტში. ჩხუბი მოხდა, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის. არ იყო არანაირი ხელკეტები, იყო უბრალოდ ჩხუბი, თუმცა ნათლად არ ჩანს არაფერი, ვინაიდან, სიბნელე იყო. ჩხუბი არ იყო ისეთი, რომ მაგალითად ვინმე დაზიანებულიყო. არ ჩანს ჩხუბის მომენტი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს და ჩანაწერებში არ ჩანს, რომ შაქარაშვილი იქ იმყოფებოდა. “მერსედესის” ავტომობილით იყო ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც მივიდა და შესაბამისად, შაქარაშვილის გაქცევის ან იქ ყოფნის მომენტი არ დასტურდება.

უკან დაბრუნდა იმიტომ, რომ ავტომობილი ჰყავდათ აგარაკზე დატოვებული, მერე კიდე ორი პირი იყო დარჩენილი, რომელიც იყო წამოსაყვანი და იმათ გამოუარეს. თენგოსაც აქვს დაზიანებები. ალბათ ამ დაპირისპირების დროს აქვს მიღებული. წვეულებაზე მას მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. არ იცის, ვინ მიაყენა. იქ უშუალოდ ჩხუბში არ მონაწილეობდა, გამოვიდა ხმაურზე, ქეჩოში მოკიდეს და გაათრიეს. შემდგომ მან სასწრაფოდ დატოვა ის ადგილი, მეგობრებთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და გაეცალა იმ ადგილას. რომ ჩავიდა თბილისში, მეგობრებმა უთხრეს, რომ ჩვენ დავრჩით და გვირტყამენ, გთხოვთ, გვიშველეთო და მოაბრუნეს მანქანა და წავიდნენ მეგობრების წამოსაყვანად.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თენგოს ორი მეგობარი მიდიოდა ხიდზე, ხიდის შემდგომ 100 მეტრის დაშორებით ამოიცნეს ის ხალხი, ვინც მათ გაუსწორდნენ წვეულებაზე და იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არ მომხდარა არც დარეკვა და არც არავის წამოყვანა, ანუ ყველა ამ მანქანაში მჯდომი პირი წვეულებაზეც იყო და შემდგომ მობრუნდნენ ორი მეგობრისთვის და წაიყვანეს.

ხიდის ინციდენტი შესაძლოა დავყოთ რამდენიმე ეტაპად იმიტომ, რომ იქ რამდენიმე მანქანა მონაწილეობდა. როდესაც ის ინციდენტი მოხდა, სადაც თენგო ბარბაქაძე მონაწილეობდა, იყო თუ არა ადგილზე გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი, ეს უცნობია, ვინაიდან, თვითონ ბარბაქაძეს არ უნახავს და რომც დაენახა, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა, ვინაიდან ის არ იყო იმ მოძალადეების რიცხვში, რომელმაც იძალადა თენგო ბარბაქაძესა და მის მეგობრებზე. არავის არაფერი არ ეჭირა, ეს იყო მერსედესის მარკის მანქანა, რომელიც იყო ძიუდოისტის მფლობელობაში და თვითონ ტატიაშვილი არ მონაწილეობდა არცერთ დაპირისპირებაში. ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს, რომ გადმოვიდა და მანქანას არ სცილდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მიიღო მონაწილეობა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მის მიმართ იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე. შემდგომ თქვა, რომ მეგობრების წამოსაყვანად წასვლისას დაინახეს მოძალადეები და ისევ შევიდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში”

იპნ

შეგახსენებთ, რამდენიმე ირიბი მოწმის განცხადებით, თავდამსხმელები შეიარაღებულნი იყვნენ რკინებით!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved