პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაცვას უბრძანა, გაეყვანათ ჟურნალისტი, რომლის კითხვაც პროვოკაციად შეაფასა.
ჟურნალისტის კითხვა, ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მართვის მოწმობას შეეხებოდა, კერძოდ მან ღარიბაშვილს ჰკითხა – აჩუქა თუ არა ბექაურს მართვის მოწმობა. ღარიბაშვილმა მომხდარს ტყუილი უწოდა, ჟურნალისტმა მას ფაქტის დასადასტურებლად სატელეფონო ჩანაწერის მოსმენა სთხოვა, რამაც პრემიერი გააღიზიანა:
“არ მიჩუქებია, ტყუილია. შემდეგი საკითხი…პროვოკაციაა, მიბრძანდით აქედან… გაიყვანეთ აქედან…რატომ უნდა მოვუსმინო? ვინ ხარ შენ? ჩემი უფროსი ხარ?”,- უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.
კომენტარები