• რეკლამა
  • კონტაქტი
05:07, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – წაშლილი პოსტი, ვერტმფრენები, პანიკა და “აორთქლებული” “დივერსანტები” – რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში?

ალია ავტორი - ალია
15:59 11-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,011

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში “დივერსიული ჯგუფის” ძებნა გრძელდება, ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „Апсны.Иахьа“ ავრცელებს.

„გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთაში დივერსიული ჯგუფის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უშიშროების ძალების წარმომადგენლები წავიდნენ სოფელში ინფორმაციის გადასამოწმებლად“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შს მინისტრმა რობერტ კიუტმა.

მისი თქმით, „უშიშროების ძალები“ მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ სამძებრო სამუშაოებს და ამოწმებდნენ ტერიტორიას. სამუშაოებში ჩართული იყო ქვეითი დანაყოფები და ავიაცია.

ოკუპირებული აფხაზეთის „შინაგან საქმეთა მინისტრის“ გარდა, ადგილზე არიან „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი“ დიმიტრი დბარი, „თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე” ბესლან ცვიჟბა, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე” თემურ აჰიბა, „პარლამენტის თავმჯდომარე” ლაშა აშუბა, „პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე” თემურ შერგელია.

ოკუპირებული აფხაზეთის “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანია 7 ნოემბერს “სამუშაო ვიზიტით” გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, სადაც შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობაში.

რობერტ კიუტის თქმით, „არსებული ნიშნებით, დივერსიული ჯგუფის კვალი არ აღმოჩენილა, და სრული ინფორმაცია ძებნის დასრულების შემდეგ ექნება, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, მსგავსი ჯგუფი რაიონში არ ყოფილა.”

„საქართველოდან დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ“ თავდაპირველად დაწერა კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის „ტელეგრამ“-არხმა Соловьев LIVE-მა. როგორც ის აღნიშნავდა, ჯგუფის შესვლის მიზანი „სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობა” იყო. მოგვიანებით Соловьев LIVE-მა ცნობა წაშალა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „აფხაზეთის ძალოვანი უწყებები მთებში ეძებენ რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანს”. მონადირეებისგან მიღებული მონაცემებით, „მათ უცხოური იარაღი აქვთ, აცვიათ შავი ფორმა, უკეთიათ ნიღბები და კარგად არიან ეკიპირებული“.

აფხაზური წყაროების მიერ გავრცელებულ ცნობაზე თბილისში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

წყარო – რადიო თავისუფლება

http://

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved