• რეკლამა
  • კონტაქტი
07:14, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “წამოეგო მოაჯირს, დაეცა, ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან” – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
21:45 09-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. ნიკა გვარამიამ მოიტყუა იცრუა – აცხადებს “ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე ქარელში, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

“ოცნებაში” ამბობენ, რომ ოპერატორი კიბიდან თავად გადმოვარდა და ამის დამადასტურებელ კადრებს თავადვე გაავრცელებენ:

კიდევ ერთი ამორალური ტყუილი ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შესრულებით. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, თუ როგორ მოყვა მან ამბავი, თითქოს „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მისი თანამშრომელი, ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ვციტირებ – მან ასე განაცხადა, რომ თითქოს მისი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

რა ხდება სინამდვილეში – ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია, ალბათ არავის გაგიკვირდებათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და გაგრძელებად კითხულობდა “ჩლიქოსანს”,  მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წარმომდგენლებს. საუბარია, რომ ასე მოიხსენიებდა ჩვენი მერობის კანდიდატს და მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი  კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის,  უკანა სვლით, მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც,  არის იქ ე.წ. ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე, ანუ ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებით, რაიმე სერიოზული დაზიანება საბედნიეროდ  ოპერატორს არ აქვს, თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და იმისთვის, რომ დამეზუსტებინა ეს ინფორმაცია, მე პირადად ოთხჯერ ვესაუბრე ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს ქარელში, არანაირი ფიზიკურ შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. მთელი პასუხისმგებლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარიამ მოიტყუა, იცრუა – არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, არამედ საერთოდ, ფიზიკური შეხებაც არ ყოფილა და არც მეორე სართულიდან ყოფილა ვარდნა.

სამართალდამცავები ამ თემას დეტალურად გამოიძიებენ.   ჩვენი  შტაბის წევრებისგან ვიცით, რომ ჩართული იყო ოპერატორის კამერა და გადაღებული იქნება ის მომენტი, როდესაც ის კიბის საფეხურებზე დაეცა. როდესაც  მთავარი არხის ეს კადრები გავრცელდება, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რამდენად სწორია ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და რამდენად ამორალური ტყუილია ნიკა გვარამიას მოწოდებული ინფორმაცია.

ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობენ ნებისმიერი მათ მიერ პროვოცირებული ინციდენტიდან, თუ შემთხვევიდან გამოიყვანონ, ამორალური ტყუილი და ეს აკადრონ ჩვენს საზოგადოებას.

ქარელში, ბექა ყორშიას და ოპერატორ ლევან აბლოთიას “ოცნების” შტაბის წარმომადგენლები რეპორტაჟის გადაღების დროს თავს დაესხნენ. 

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved