• რეკლამა
  • კონტაქტი
19:23, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – საით მიმავალ გზას ეძებდა ბაჩალიაშვილი და რა სკანდალურ ინფორმაციას აწვდიან მწყემსები “ინფო რუსთავს”?

ალია ავტორი - ალია
00:34 07-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების დღეს, სავარაუდოდ, სოფელ გოლთეთში იმყოფებოდა. [ვიდეო/video]

ამის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთავს” ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა მიაწოდა. წყარო გვიყვება, რომ გოგონა გოლთეთში ადგილობრივებს გზის გაკვლევის მიზნით კითხვებს უსვამდა. გარდა ამისა, ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ამავე სოფელში, 18 ივლისს კიდევ ერთი უცხო ავტომობილი შენიშნეს, რომელიც ასევე კონკრეტულ ლოკაციას ეძებდა.

საინფორმაციო სააგენტო მონათხრობის გადამოწმების მიზნით, სოფელ გოლთეთში და ასევე, სოფელ მაწევანში, უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. სიცხადისთვის, თბილისიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსიკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე, ჯერ სოფელი გოლთეთი გვხვდება, შემდეგ კი სოფელ მაწევანი, რომლის ტერიტორიაზეც მწყემსმა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი ნახა. 

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, უცხო მანქანა, რომელსაც “პატარა გოგონა” მართავდა, სოფელში ნამდვილად შენიშნეს. სოფლის მცხოვრებლების თქმით, გოგონა “მიადგა ტყეს და რომ ვერ დაინახა გზა, უკან მობრუნდა და წამოვიდა”.

ადგილობრივების მონათხრობიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი გზის გაკვლევას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიმართულებით ცდილობდა, თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ სოფლიდან თეთრიწყაროსკენ დამაკავშირებელი მაგისტრალი არ გადიოდა, უკან დაბრუნდა.

გარდა ამისა, “ინფო რუსთავმა” ჩაწერა სწორედ იმ მწყემსის მეგობარი მწყემსი, რომელმაც გარდაცვლილი გოგონა აღმოაჩინა. ის გვიმტკიცებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, ტერიტორიაზე, სადაც შემდგომ 23 წლის გოგონა გარდაცვლილი ნახეს, არაერთი მწყემსი მორიგეობდა, თუმცა ავტომობილი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ყოფილა. ასევე მისი ინფორმაციით, სოფელში გავრცელებულია ვერსია, რომ გოგონა მოწამლეს ან გაგუდეს, ავტომობილის ტყეში შეყვანა კი შემდგომში მოხდა.

სიცხადისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან იმ ტერიტორიამდე, სადაც ის გარდაცვლილი ნახეს, დაახლოებით 70 კილომეტრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამოძიებამ ბაჩალიაშვილის მანქანიდან მედიკამენტები ამოიღო, ასევე, ბრიფინგზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ გოგონას ჰყავდა პირადი ფსიქოლოგი.

საყურადღებოა, რომ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved