“ენმ”-ს წევრი, ეკა ხერხეულიძე:
“მქონდა ვიდეოზარი და ვადასტურებ ამ ფაქტს. შევიკავებ იმის თქმისგან თავს, ეს როდის იყო.
შსს ვერც ადასტურებს და ვერც უარჰყოფს იმას რომ სააკაშვილი საქართველოშია. დაადასტურონ, თუ ფეიკია, ველოდებით.
უმოკლეს ვადაში გავრცელდება დამატებითი ვიდეოები. ის, რაც იყო გეგმა, უცვლელია, ჩვენი მზაობაა ხვალინდელი დღე, მშვიდ გარემოში უნდა მოვახერხოთ ხმის მიცემა და ხმების დაცვა.
ვერ გეტყვით, გამოჩნდება, თუ არა 3 ოქტომბრამდე, მიხეილ სააკაშვილის პროგნოზირება ძალიან ძნელია.”
კომენტარები