სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ თხრიან ასეულობით საფლავებს ერთმანეთის მიყოლებით, როგორც ჩანაწერიდან შეიძლება ვივარაუდოთ, ვიდეო თურქეთშია გადაღებული და საფლავებს თხრიან სპეციალური ტექნიკით.
ქალს რომელიც ვიდეოში საუბრობს, უკრძალავენ გადაღებას, მაგრამ ის ამბობს, რომ მაინც გაავრცელებს:
“აქ საფლავები ითხრება რომ კორონავირუსით გარდაცვლილები დაასაფლაონ ჩუმად, ჩემი დედამთილიც გარდაიცვალა და მასაც ასე ასაფლავებენ ახლა და არ გვეუბნებია.
სირცხვილი თქვენ!”
ვიდეო დაახლოებით ერთი კვირის წინ არის გადაღებული.
როგორც ტრაპიზონში მცხოვრები ქართველები “ალიას” ატყობინებენ, თურქეთში თავად თურქები საუბრობენ უკვე იმაზე, რომ მსხვერპლი იმაზე მეტია, ვიდრე ხელისუფლება აცხადებს.
კომენტარები