“ყველაფერი დაკეტილია, აუზებიც, პირველად გამოვედით, გვინდა დასვენება” – ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი
ყველა ამბობს, რომ არ დაუნახავთ, შეზლონგი ვინმეს გაეწმინდოს.
რატომ არის მაშინ აუზები დაკეტილი?
მხოლოდ აუზზეა გადამდები ვირუსი?
გამოდის, წყალსაცავებს არავინ აკონტროლებს…
ეს დაახლოებით იმას ჰგავს, აღდგომის წინა დღეებში ტაძარში წასვლას რომ გვიკრძალავდნენ და სოფლები გადატენეს…
როგორც ჩანს, ვირუსი ადგილებს ირჩევს და იმ ადგილების შესახებ, სადაც იგი არ ვრცელდება, ეპიდემიოლოგებმა და პრემიერმა უკეთ იციან… თორემ, აგერ, ავტობუსის მძღოლს მთელი დღე პირბადე უკეთია და რამდენიმე კილომეტრში ხალხი ერთმანეთს თავზე ასხედან, ყვინთავენ წყალში, პირის და ცხვირის ლორწოვან გარსსაც უხვად ტოვებენ და იგივე წყალში მერე სხვა ყვინთავს…
სასწაულებს რა გამოლევს…
ვიდეო “მთავარმა” გაავრცელა
კომენტარები