• რეკლამა
  • კონტაქტი
06:53, შაბათი, 2 დეკემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ყველა მოღალატეს იგივეს გავუკეთებთ – სანამ ეს მოხდებოდა, ჩავლეიშვილმა ჩვენზე თქვა, რისი @რაკი აქვთო” – მზია ქედელიძე

ალია ავტორი - ალია
14:33 01-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

ბათუმში, გუშინდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრი, მზია ქედელიძე, სოციალურ ქსელში, მიმართვას ავრცელებს:

“არავისზე ნაკლები არა ვარ, არც გვარიშვილობით, არც ოჯახით. იმის მოსმენა, რომ ჩავლეიშვილი ძირძველი ბათუმელია და როგორ ვაკადრეთ, იყო გასაკვირი. ამ ადამიანს, მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, ვეხმარებოდით, ჩვენთან ერთად დადიოდა კარდაკარ, მოსახლეობას აცნობდა ჩვენ პროგრამას, ჩვენივე, 5 ნომრით შევიდა უმაღლეს საბჭოში, ხედავდა ღამეებს როგორ ვათენებდით და იმისგან ღალატი არის მიუღებელი.

რატომ გაგიკვირდათ, სულ ვამბობდით რომ ჩავლეიშვილს გაეცემა პასუხი და სადაც შევხვდებით, როგორი მოღალატე ნაგავიცაა, იმავე ნაგვის ურნაში, თავის ადგილას მოვათავსებდით. ვგულისხმობ “ალტერნატივას. ჩვენ სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრით.

გუშინ, როცა გამოჩნდა ჩავლეიშვილი, გავუშვით და გავაფრთხილეთ, არ გაგვკარებოდა. მიუხედავად ამისა, “თავისუფლების კვარტალთან” 20 მეტრში მოვიდა, ყავა იყიდა და ამბობდა: “რისი თავი და რისი ერთი ადგილი აქვთ, რომ ის მუქარა, (ნაგვის ვედროში ჩასმის) შემისრულონო”

ქვეყანა თავზე გვენგრევა. ქუჩაში რომ ხედავთ ბავშვები ნაგვის ურნაში საჭმელს ეძებენ, მაშინ რატომ არ არის ეს სამარცხვინო? პირიქით, მანქანის ფანჯრებს მაღლა წევთ, რომ სუნმა არ შეგაწუხოთ და ესაა სამარცხვინო.

რაც შეეხება ჩვენ თანაგუნდელებს, რომლებიც გვაკრიტიკებენ – არც გაბედოთ, იგივეს გავაკეთებთ ყველასთან და ყველგან. მთელმა საარჩევნო კამპანიამ გადაიარა ახალგაზრდების, ჩვენ ზურგზე, რომ თქვენ შესულიყავით პარლამენტში და დაგეცვათ ხალხის ხმა. თქვენ კი რა ქენით – მოაპარვინეთ ხმები და მოკალათდით სახლებში თბილად. რომ არა ბათუმი და რომ არა “თავისუფლების კვარტალი” დარწმუნებული ვარ, ყველანი უკვე იქნებოდით პარლამენტში. ეს არის ძალიან სამარცხვინო.

თუ ჩავლეიშვილის ბულინგი ბულინგი იყო, ჩვენ რომ გვაბულინგებთ მთელი ღამე? ჩვენ არ გვყავს შვილები?

აღარ მერიდება უკვე არაფრის თქმა, ამოხვედით ყელში, თბილად იღებთ პრემიებს და დანამატებს და თურმე ჩავლეიშვილს როგორ ჩამოაცვეს ნაგვის ურნა. იგივეს გავუკეთებთ ყველას. ვის რა მოსწონთ, არ გვაინტერესებს, თუ არ მოგწონთ, გამოდით და თქვენებურად გააპროტესტეთ. გიშლით ვინმე? თუ თქვენთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენთვისაც და თუკი რამე თქვენ მორალ-პრინციპებში არ ჯდება, უნდა გადაგვიაროთ? არც შეცადოთ. დამსახურებულად მიეზღო მოღალატეს. ეს რომ თავის დროზე გაგვეკეთებია, როდესაც პირველი მოღალატეები გამოჩნდნენ, დღეს ეს შედეგი არ გვექნებოდა. ვინც უნდა იყოს, გინდ ჩვენი გუნდის წევრი, რომელიც გაბედავს ღალატს, მოელის იგივე.”

შეგახსენებთ, გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ერას მოედანზე ნაგვის ურნიდან ნაგავი თავზე დააყარეს.

თეგები: 2020 არჩევნებიბათუმითავისუფლების კვარტალიმზია ქედელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ზაზა სარალიძე: “ყველაფერს მოგიყვებით! ეს იქნება ჩემი აღსარება!”
ახალი ამბები

ზაზა სარალიძე: “ყველაფერს მოგიყვებით! ეს იქნება ჩემი აღსარება!”

16:24 12-01-2023
ახალი ამბები

სკანდალური ინტერვიუ – „არსებობს საიდუმლო წიგნაკი, სადაც წერია, ვის რამდენი გადაუხადეს ქვეყნის ღალატში!“

21:18 11-27-2023
ვახტანგ მაისაიას სამი დაუჯერებელი პროგნოზი, რომელიც აცხადდა
ახალი ამბები

,,ახლა ძნელია განსზღვრო, ვინ გაიმარჯვებს რუსეთ–უკრაინის ომში, შესაძლოა, ზუსტად არ განმეორდეს ყველაფერი, მაგრამ ამის საფრთხე არსებობს” – ვახტანგ მაისაია

14:46 11-26-2023
ახალი ამბები

სკანდალური სქემა! როგორ ყიდულობენ საქართველოში ნარკოტიკებს ონლაინ?!

21:49 11-24-2023

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

16:11 12-01-2023
შეუკვეთე თიბისის POS ტერმინალი და ჩართე მომხმარებელი თიბისის ლოიალობის პროგრამაში
ახალი ამბები

შეუკვეთე თიბისის POS ტერმინალი და ჩართე მომხმარებელი თიბისის ლოიალობის პროგრამაში

17:35 11-30-2023
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

16:58 11-30-2023
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია
ახალი ამბები

2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია

16:25 11-30-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

WordPress PopUp Plugin