მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს, რომელიც ბარათაშვილის ხიდიდან მტკვარში გადახტა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.
ის თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სოციალურ ქსელში, ჟურნალისტმა შოთა ნოზაძემ სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ახალგაზრდა გოგონას გადახტომის კადრებია ნაჩვენები.
შოთა წერს:
“როცა შვებულებაში არ გიშვებენ
ბარათაშვილის ხიდიდან ახალგაზრდა ქალი მდინარე მტკვარში გადახტა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
P.S. ქალი უკვე გრილად და კარგადაა
ხუმრობა იქით იყოს და… ვინ იცის რატომ გადახტა ეს ქალი
ამდენი ნეგატივი უკვე ყელშია …
კომენტარები