ჩხრეკა და დაპირისპირება მარნეულში – მარნეულის ერთ-ერთ სოფელში სამართალდამცავებმა მოქალაქის ბინა გაჩხრიკეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია.
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მეზობელმა, როგორც თავად ამბობს, დაინახა, რომ პოლიციელმა მაგიდაზე ნარკოტიკი დადო.
სკანდალურ ვიდეომასალას “ფეისბუქის” პირად გვერდზე რაშან ზიადალიევი აქვეყნებს და წერს:
“დღეს, მარნეულის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთი სახლში ჩხრეკის დროს პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო.
ესეც ვიდეო ფაქტია. 3:35 წუთის შემდეგ ყურადღებით უყურეთ
.პ.ს. ჯერჯერობით ვიდეოს ავტორი უცნობია”
კომენტარები