გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა “ტვ პირველის” ჟურნალისტებს აგინა – იოსებ მახარაძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რატომ არ არის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად კვლავ დასახელებული, რამაც დეპუატის გაღიზიანება გამოიწვია და ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დეპუტატი აცხადებს, რომ ის უკვე 75 წლისაა და ამის გამო დეპუტატი ვეღარ იქნება. მახარაძის თქმით ის არც “ოცნების” პროპორციულ სიაში იქნება.
კომენტარები