საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერები, ლევან ჩაჩუა და დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებენ ვიდეოს და ფოტოს და წერენ:
“შვილწართმეული დედის – ნანა შარაშენიძის განცხადებას მთავარ პროკურატურაში მსვლელობა მიეცა! ზონდერ-სოცმუშაკები: იობაშვილი და ცხვედიანი ჩამოაშორეს შარაშენიძეების საქმეს (წესით დასაჭერები არიან და მოვა ეგ დროც!..)
ხვალ, შვილის წართმევიდან 4თვის შემდეგ ქალბატონი ნანა პირველად შეხვდება პატარა ნიკოლოზს. რამოდენიმე დღეში კი, ღვთის მადლით დედა-შვილი ერთად გააგრძელებენ ცხოვრებას.
4 თვიანი განშორების შემდეგ…”
კომენტარები