კასპში, ერთ-ერთი საწარმოში, ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით პოლიციამ 1993 წელს დაბადებული გიორგი მენაბდიშვილი დააკავა.
“მთავარი” მას დაკავებამდე ესაუბრა. კადრებში იგი თავის მოკვლით იმუქრება, მძევლები გათავისუფლებული ჰყავს…
გიორგი მენაბდიშვილი თავის ისტორიას, რამდენიმე დღის წინ თავად ყვებოდა ტელევიზიასთან, როგორც ჰყვებოდა, მას და მის ოჯახს ემუქრებოდნენ და პოლიციას კი რეაგირება არ ჰქონდა:
“ორი კვირაა ზეწოლის ქვეშ ვარ, ოჯახი და შვილები გაგზავნილი მყავს, ვერც ვნახულობ, მეშინია უკან არ გამომყვნენ და ვერ მივდივარ, რეალური მუქარა ვნახე. სახლშიც ვერ მივდივარ კასპში…”
“პოლიციის უფროსი რომ გეტყვის – ეს ჩემი ძმაკაცია…” – ჰყვება დედა.
კომენტარები